logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ვინც იტალიიდან აპირებდა გამომგზავრებას - მათზე სახელმწიფო იზრუნებს და ხარჯებს გაიღებს
ნათია თურნავა: ვინც იტალიიდან აპირებდა გამომგზავრებას - მათზე სახელმწიფო იზრუნებს და ხარჯებს გაიღებს
16:31 06.03.2020
„მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, ვინც იტალიიდან პირდაპირი რეისით აპირებდა საქართველოში გამომგზავრებას, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ თვალსაზრისით, რომ მათი ჩამოყვანა ორგანიზებულად მოხდეს - ამაზე იზრუნებს სახელმწიფო და და ამ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იტალიასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის საკითხზე კომენტარისას აღნიშნა.

მისივე თქმით, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პრემიერ-მინისტრის თაოსნობით შექმნილია სპეციალური საგანგებო შტაბი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მსჯელობს კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე.„ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით შევაჩეროთ პირდაპირი ფრენები იტალიასთან, ვინაიდან იტალია განეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყნების ჯგუფს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა, თუმცა, მთავრობის პრიორიტეტი პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა. ნათია თურნავას თქმით, ეს გადაწყვეტილება ტურიზმის სფეროს ინტერესებიდან გამომდინარეც იქნა მიღებული.

„მინდა გითხრათ, ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა. ჩვენ ვფიქრობთ ტურიზმის ინტერესებიდან გამომდინარეც, ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს უსაფრთხო ტურისტული ბაზრის იმიჯი, მათ შორის ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც და თუნდაც ის სტუმრები, ვინც დღეს საქართველოს სტუმრობენ, აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ. აქედან გამომდინარე, ყოვლად გამართლებული და დროული გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება იმას, თუ როდემდე იქნება შეჩერებული იტალიასთან პირდაპირი ფრენები, ნათია თურნავა კონკრეტულ ვადებზე არ საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ზოგადად კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევა შემცირდება, ან საერთოდ განულდება. „ეს არის ჩვენი მოლოდინი და როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ პირდაპირი ფრენების აღდგენა, რადგან ეს პირდაპირი ფრენები ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მონაპოვარია, ჩვენ ამას გავაკეთებთ. უბრალოდ ახლა კონკრეტული ვადების დასახელება რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩვენი კონტროლის მიღმაა და ჩვენ უბრალოდ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა