საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს
ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოს ტურისტული სექტორის წინაშე კორონავირუსის ფონზე არსებული გამოწვევები და მათი დარეგულირების საკითხები.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

















