logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა
პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა
15:12 05.03.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, პროგრამაში გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

„ამ ცვლილებას მოსახლეობა ითხოვდა. ეს საკითხი შიდა ქართლში, ფერმერებთან პრემიერის შეხვედრაზეც გაჟღერდა, რადგან აქტუალურია საოკუპაციო ხაზის მდებარე სოფლებში წყლითუზრუნველყოფის საკითხი. ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს და მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ჭის, ჭაბურღილების და სატუმბი სისტემების დამონტაჟების შემთხვევაში სახელმწიფო 50%-იან თანადაფინანსებას მოახდენს.

იმისთვის, რომ პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარების ბაღები კლიმატური რისკებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული, წახალისდება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟება და თანადაფინანსება. ეს თანამედროვე ტექნოლოგიების დამონტაჟების საშუალებას მისცემს იმ ფერმერებს, რომლებიც ახალ ბაღებს გააშენებენ ან არსებული ბაღების მოდერნიზაციით არიან დაინტერესებულნი. მნიშვნელოვანი ცვლილებაა პროგრამაში ახალი კულტურის დამატება. დაფნა საკმაოდ საინტერესო სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. საქართველოს ამ კულტურის წარმოების ტრადიციები ჰქონდა. ქართული დაფნა ახალ ბაზრებზე შედის. იზრდება მისი ექსპორტიც. ქართული დაფნის ექსპორტი უკვე ხორციელდება, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ასევე ევროპის ქვეყნებში. კომერციული ბაღების გაშენების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას „დანერგე მომავალი“ დაფნის კულტურის გაშენების თანადაფინანსებაც დაემატება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროგრამაში შესული ცვლილებების თანახმად, პოტენციურ ბენეფიციარებს სეტყვის დამცავი სისტემების მოწყობა და ჭა/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობა შეეძლებათ, როგორც არსებული, ასევე გასაშენებელი ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღისთვის. ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ ვენახის, ვაშლის, მსხლის და ბლის ბაღებისთვის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა ღირებულების არაუმეტეს 10%-ისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში - არაუმეტეს 20%-ისა.
იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის, 1 ჰექტარზე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების თანადაფინანსება მოიცავს მაქსიმუმ 7 300 ლარს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში - 14 600 ლარს. ბენეფიციარებს ასევე დაუფინანსდებათ ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 15,000 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების შემთხვევაში - არაუმეტეს 60%, მაგრამ არაუმეტეს 18,000 ლარისა. მოსახლეობის მხრიდან მაღალი მოთხოვნის შესაბამისად, პროგრამის „დანერგე მომავალი“ გასაშენებელი კულტურების ჩამონათვალს დაფნის კულტურაც დაემატა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა