logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა კორონავირუსის ფონზე არსებულ გამოწვევებზე სამსჯელოდ ტურიზმის სექტორს შეხვდება
ნათია თურნავა კორონავირუსის ფონზე არსებულ გამოწვევებზე სამსჯელოდ ტურიზმის სექტორს შეხვდება
15:04 05.03.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრი ხვალ ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდება და კორონავირუსის ფონზე არსებული გამოწვევების დარეგულირების საკითხს განიხილავს. ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ და პირადად მან ეს დავალება დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრისგან მიიღო.

„ჩვენ აუცილებლად შევხვდით სასტუმროებს და არამხოლოდ მათ, არამედ ტურისტული სერვისების, ტურისტული ინდუსტრიის სხვა ჯგუფების წარმომადგენლებს, რადგან ეს არის კომპლექსური პრობლემა და ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა, რომ მოვისმინოთ, რეალურად ინდუსტრია კორონავირუსით გამოწვეული რა პრობლემების წინაშე დადგა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ახლა ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომელზეც ნამდვილად ყველამ ერთად უნდა იმსჯელოს და არსებული მდგომარეობის ზუსტი ანალიზი გაკეთდეს. „მთავარი ამოცანა, რაც ამ ეტაპზე ჩვენს წინაშე დგას - ძალიან სიღრმისეულად გავერკვეთ, თუ რა პრობლემები შეექმნა სექტორს და გავაკეთოთ მეტ-ნაკლებად ზუსტი ანალიზი და პროგნოზი, რა შეიძლება კიდევ განვითარდეს“, - აღნიშნა მან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ტურისტული სექტორისთვის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას. „პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ დღემდე ყველაფერი გავაკეთეთ, განსაკუთრებით ივნისის მოვლენების შემდეგ, რომ ტურისტული ინდუსტრია უფრო მეტად დაცული და დივერსიფიცირებული იყოს და გარე შოკები მასზე ნაკლებ ზემოქმედებას ახდენდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული თვითონ ამ დაავადების შემდგომ დინამიკაზე. „ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს პრობლემა თანდათან აღარ იარსებებს და ჩვენი განვითარება და ტურისტული ინდუსტრიის აღმასვლა ჩვეულ ტრაექტორიას დაუბრუნდება“- აღნიშნა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა