logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან მეხუზლა: ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია აშშ-ში, სადაც მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები
ლევან მეხუზლა: ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია აშშ-ში, სადაც მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები
11:42 05.03.2020
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ნიუ-იორკში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo New York“ მონაწილეობდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მსოფლიოს ყველაზე დიდ ღვინის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა საქართველოდან 12 კომპანიას მიეცა, რაც ახალი სავაჭრო პარტნიორების მოზიდვისა და ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „მარქ ენერჯის“ ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალების, ღვინის ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა.

გამოფენას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრო, რომელმაც შეხვედრები ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართა. მისი განცხადებით, მსგავს მასშტაბურ ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა, ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციას, ცნობადობისა და ექსპორტის ზრდას აშშ-ში.

„ნიუ-იორკის „ვინექსპოში“ მონაწილეობით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ ახალ ტენდენციებსა და გამოწვევებს მსოფლიოს ღვინის ბაზარზე, მოიძიონ ახალი სავაჭრო პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები. ქართული ღვინო არის მაღალი ხარისხის და კერძო სექტორთან ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ხარისხის სტაბილურობა არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ ქართული ღვინის სხვა ბაზრებზეც“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. მისი ინფორმაციით, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ს ბაზარზე ბოლო 5 წელია სტაბილურად მზარდია: 2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 700 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც თითქმის 50%-ით აღემატებოდა 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ერთი ბოთლის საშუალო საექსპორტო ფასი 5,1 აშშ დოლარია.

გამოფენას საქართველოს გენერალური კონსული ნიუ-იორკში დიანა ჟღენტი დაესწრო. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დიპლომატიური უწყების ორგანიზებითა და ხელშეწყობით, ბოლო წლებში ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა