logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აკაკი საღირაშვილი: კერძო სექტორთან შევთანხმდით, როგორი ფორმითა და ტრანსპორტით მოხდეს საქართველოში ბიტუმის უწყვეტი მიწოდება
აკაკი საღირაშვილი: კერძო სექტორთან შევთანხმდით, როგორი ფორმითა და ტრანსპორტით მოხდეს საქართველოში ბიტუმის უწყვეტი მიწოდება
10:37 05.03.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს შეეხება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტის - ბიტუმის უწყვეტი მიწოდების საკითხი განიხილეს.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი ხელმძღვანელობდა და მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის, საბაჟო დეპარტამენტის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების მიმართულებისა და პროფილური ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში ბიტუმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა ირანი კორონავირუსის გავრცელების მომეტებული საფრთხის შემცველ ქვეყნად იქნა აღიარებული. ირანიდან ბიტუმი საქართველოში, ძირითადად, სატვირთო ავტომანქანებით შემოდის, რომელთა გადაადგილების წესში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ცვლილება შევიდა და საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან შემომავალი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პრევენციული ზომები ამოქმედდა.

მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, საქართველო, ირანის სხვა მეზობელი სახელმწიფოების მსგავსად, პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავს. მისი თქმით, აუცილებელია, როგორც საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სხვა სამრეწველო მიზნებისთვის ბიტუმის შეუფერხებელი მიწოდება.

შეხვედრის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოში ბიტუმის მსხვილი იმპორტიორები და მომხმარებლები არიან, აღნიშნული პროდუქტის ქვეყანაში შემოტანისა და ტრანსპორტირების ალტერნატიულ გზებზე, აგრეთვე პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად ბაზარზე შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის, შემოტანის ვადებსა და ღირებულებაზე ისაუბრეს.

„შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია, რაც ფორმით შეიძლება შემოვიდეს ბიტუმი საქართველოში, რა ტარიფით და რა ვადებში, მათ შორის, მულტიმოდალური სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში. ჩვენ სრული სურათი გვაქვს ბაზარზე არსებული ალტერნატივების შესახებ, ასევე ვადებისა და ფასების შესახებ. ვფიქრობთ, რომ ინდუსტრია თავად შეარჩევს ბიტუმის შემოტანის ოპტიმალურ ფორმას და სატრანსპორტო საშუალებას, რათა პროდუქტი ბაზარს უწყვეტად მიეწოდოს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა