logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მოვიზიდოთ ინვესტიციები ყურის ქვეყნებიდან
ნათია თურნავა: ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მოვიზიდოთ ინვესტიციები ყურის ქვეყნებიდან
14:17 02.03.2020
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალი ინვესტიციებისა და ინვესტორების მოზიდვაზე. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მოვიზიდოთ ინვესტიციები ყურის ქვეყნებიდან,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ყატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციაში, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს, ასევე შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია უკვე შეხვდა ყატარის კომერციისა და ინდუსტრიის მინისტრს ალი ბინ აჰმედ ალ კუვარის, ასევე ყატარის ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს, შეიხ ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანისს და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს.

„შეხვედრებზე გამოიხატა მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ. ყატარიდან ზოგიერთ უკვე დაწყებული აქვს პროექტი საქართველოში, მაგრამ ორმხრივი თანამშრომლობის პოტენციალი გაცილებით დიდია. ინვესტორებს აინტერესებთ საქართველოში შემოსვლა - ისინი ხედავენ პოტენციალს სამშენებლო სექტორში, სასტუმროების ინდუსტრიასა და სხვა სექტორებში. გარდა ამისა, მათ დიდი ინტერესი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის საპორტო - სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. საქართველო არის აბრეშუმის გზის ნაწილი და ყატარსაც სურვილი აქვს, ამ პროცესში მიიღოს აქტიური მონაწილეობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, შეხვედრებზე გამოითქვა ძალიან ბევრი საერთო ინტერესი. „მე ძალიან პოზიტიურად განვეწყვე და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები წამოვა ყატარიდან,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველოს დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრას გამართავს ყატარის ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრს და კორპორაცია „Qatar Petroleum“ - ის აღმასრულებელ დირექტორთან, საად შერიდა ალ კააბისთან, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან იასიმ სეიფ აჰმედ ალ სულაითისთან, აგრეთვე „Qatar Mining“ - ის აღმასრულებელ დირექტორთან ჰალიდ ალ ობაიდლისთან და ადგილობრივი საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა