logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გენადი არველაძე: ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება
გენადი არველაძე: ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება
13:36 27.02.2020
„ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება. 2014 წლის შემდეგ, როდესაც ძალაში შევიდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროკავშირში ქართული წარმოშობის პროდუქტების კუთხით 22%-იანი წილი 31%-მდე გაიზარდა. შესაბამისად, მაღალია პროცენტული ათვისება და ევროკავშირში საქართველოს მთლიან ექსპორტში წილი 89%-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ იზრდება ჩვენი ქვეყნისა და პროდუქციის ცნობადობა ევროკავშირის ბაზარზე. ასევე, მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში ექსპორტს ახორციელებენ და მათი რაოდენობა დღეს 910 კომპანიას შეადგენს“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში.

გენადი არველაძემ ის პროდუქტებიც დაასახელა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში წარმატებით გადის ევროპულ ბაზარზე. „ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად ახალი პროდუქტები გადის. მაგალითად, ახალი ხილი, ასევე, სხვადასხვა ინდუსტრიული წარმოების პროდუქტები, როგორიცაა ავეჯი, მათ შორის, ავეჯი ცხოველებისთვის, რომლის წარმოება საქართველოში პირველად შეიქმნა, მინის ბოთლების წარმოება, რომელიც პირველად გავიდა ასევე ამ ბაზარზე, სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულისგან მიღებული პროდუქტი, თაფლი, რომლის წარმატებული ექსპორტი პირველად შარშან განხორციელდა. ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც 2014 წლის შემდეგ განთავსდა ევროკავშირის ბაზარზე და ფაქტიურად, იზრდება ჩვენი ცნობადობა ამ პროდუქტებთან ერთად. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა 2014 წლამდე განთავსებული პროდუქტების რაოდენობაც“.- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

არველაძის შეფასებით, საქართველო წარმატებით ართმევს თავს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობა სხვადასხვა პროგრამების დახმარებით ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს ცვლილებებთან ადაპტირებისთვის. „მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ უკვე წლების განმავლობაში ვახორციელებთ. ჩვენ ამ რეფორმებს ძალიან წარმატებით გავართვით თავი. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლების განმავლობაშიც, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების ინსტიტუციური გაძლიერება გაგრძელდება. აღებული ვალდებულებები ასევე გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას. ევროკავშირის რეგულაციებთან მიმართებაში, განსაკუთრებით მოწყვლადია მცირე და საშუალო ბიზნესი მათ შორის ფერმერებიც. აღნიშნული რეგულაციები პირველ ჯერზე გარკვეულწილად შეიძლება მტკივნეული იყოს ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა, სახელმწიფო ძალღონეს არ იშურებს და სხვადასხვა პროგრამების საშუალებით ცდილობს დაეხმაროს მათ რეალობასთან ადაპტირებაში“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა