logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რუხის ინოვაციების ცენტრში მცირე მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა
რუხის ინოვაციების ცენტრში მცირე მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა
11:00 27.02.2020
რუხის ინოვაციების ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვალერი ბასარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კოტე ბასარია აფხაზეთიდან დევნილ მცირე მეწარმეებს შეხვდნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა მეწარმეებს იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად ახორციელებს.

დღესვე რუხის ინოვაციების ცენტრში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით დამწყები და მცირე მეწარმეებისთვის ტრეინინგი ,,დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი" (SIYB) ჩატარდა. ტრეინინგში აფხაზეთიდან დევნილი ექვსი მცირე მეწარმე მონაწილეობდა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრეინინგს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპერტები უძღვებოდნენ. საგანმანათლებლო პროექტის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგების ჩატარება აღნიშნული სეგმენტის სტიმულირებისა და განვითარებისთვის. ტრეინინგის პროგრამა ბიზნეს იდეის შემუშავებას, ბიზნესის, მარკეტინგული და მენეჯმენტის გეგმების შედგენას, ფინანსურ დაგეგმვას და საწყისი კაპიტალის მოძიებას მოიცავს.

საგანმანათლებლო პროექტი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით განხორციელდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა