logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: საამაყოა, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩმა ასე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და პრივატიზების დონე
ნათია თურნავა: საამაყოა, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩმა ასე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და პრივატიზების დონე
20:35 26.02.2020
მოხარულები ვართ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჟურნალ „ეკონომისტის“ ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე ლეგენდარულ ეკონომისტს, საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს ლეშეკ ბალცეროვიჩს ვმასპინძლობთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლეჩეკ ბალცეროვიჩი 90-იან წლებში იდგა პოლონეთის ლიბერალური საბაზრო რეფორმების სათავეში, რაც იმ პერიოდის საქართველოსთვის იყო გარკვეული მაგალითი, რომელსაც ვაკვირდებოდით, ვსწავლობდით, ვაანალიზებდით ამ პროცესს და ამან დასაბამი დაუდო საქართველოში ლიბერალური რეფორმების ტალღას.

„ძალიან საამაყოა, რომ დღეს ეს ადამიანი ჩვენთან ერთად იმყოფება და ასე პოზიტიურად აფასებს იმ რეფორმებსა და საბაზრო ეკონომიკის წარმატებულ ხარისხს, რასაც მივაღწიეთ ბაზრის ლიბერალიზაციისა და კერძო სექტორის დომინირებაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ლეშეკ ბალცეროვიჩმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებით პოზიტიურად შეაფასა საქართველოში ინვესტიციების ზრდის დონე და ის მაჩვენებელი, რაც გვაქვს.

„მან ხაზი გაუსვა, რომ 30%-ზე მეტი ინვესტიციების წილი ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში, ერთ-ერთი სამაგალითო მაჩვენებელია მთლიანად მსოფლიოში. ასევე ის ფაქტი, რომ საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მართალია განსხვავებული დინამიკით ხასიათდება წლიდან წლამდე, მაგრამ მთლიანობაში შვიდი პროცენტი არის პიდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მთლიან შიდა პროდუქტში და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ათეულში ვართ, რაც მართლაც საამაყოა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბალცეროვიჩის შეფასება პრივატიზაციის წარმატებასთან და მაღალ ტემპთან დაკავშირებით, ვინაიდან სწორედ ბატონი ლეშეკი იყო პირველი, ვინც თავიდან წამოიწყო მასობრივი პრივატიზაცია და დაამტკიცა, რომ კერძო ინიციატივაზე, კერძო სექტორზე დაფუძნებული ეკონომიკა და სწრაფი პრივატიზაცია ქვეყნებს ძალიან სწრაფად გაიყვანს კონკურენტუნარიანობის სულ სხვა დონეზე და მოახერხებს რეფორმების წინსვლას.

„ლეშეკ ბალცეროვიჩმა ძალიან კარგად შეაფასა პრივატიზების ის დონე, რაც ჩვენთან არის, დაჩქარებული პრივატიზების ის პროგრამები, რომელსაც ვახორციელებთ და ის ინსტიტუციური რეფორმები, რაც გვაქვს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა