logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: საქართველოს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაძლიერებაში ევროკავშირის მხარდაჭერა სჭირდება
პრემიერი: საქართველოს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაძლიერებაში ევროკავშირის მხარდაჭერა სჭირდება
14:37 26.02.2020
ევროპასთან დღეს ჩვენ გვაკავშირებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, გვაქვს წვდომა უზარმაზარ მაღალი სტანდარტების ბაზართან და ეს ყველაფერი თანხმობაში მოდის ჩვენს პოლიტიკურ მისწრაფებასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დარბაზიდან მიმართა პანელური დისკუსიის - „საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები“ მონაწილეებს.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო სხვადასხვა სფეროში არსებული სტანდარტების ასამაღლებლად ყველაფერს აკეთებს.

„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რა შეიძლება იყოს ჩვენთვის სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის განმსაზღვრელი ფაქტორი. რა თქმა უნდა, აქ არის სტრუქტურული რეფორმები, ინსტიტუციური გაძლიერება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზე და მათი გადალახვის პროცესში ევროპელი კოლეგების დახმარების მნიშვნელობაზე.

„ერთი დიდი გამოწვევა, რომლის გადალახვაშიც, პირველ რიგში, ჩვენი ევროპელი კოლეგები უნდა დაგვეხმარონ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირებს ეხება. საქართველოს დღეს აქვს იდეალური სამართლებრივი ჩარჩო, ხელშეკრულებები ევროკავშირთან, მაგრამ, საქართველო ინსტიტუციურად და ფასეულობების დონეზე ძალიან ახლოს ევროპასთან, მაგრამ არის ქვეყანა, რომელსაც ევროპასთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს. დაკავშირებადობა, რომლის სამართლებრივი საფუძველი პოლიტიკურ დონეზე სახელმწიფომ შექმნა ევროპულ ბაზართან, დღეს არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი საშუალო, წვრილი და მსხვილი ბიზნესისთვისაც, რათა მათ დაამყარონ კავშირები და მიიღონ კონკრეტული მოგებები თუ შედეგები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


გიორგი გახარიას თქმით, ეს ის პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაც ყველაზე სწრაფად დააჩქარებს ქართული ეკონომიკის ზრდას.


„როდესაც გვაქვს ძალიან კარგი სამართლებრივი ჩარჩო და არ გვაქვს სახმელეთო საზღვარი და რეალური, ფიზიკური პრობლემები გვაქვს დაკავშირებადობის მიმართულებით, ამ მიმართულებით ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა სხვადასხვა სფეროს - ეკონომიკის, თუ მეცნიერების ღვაწლმოსილი წარმომდგენლებისგან ევროკავშირის სხვადასხვა პლატფორმაზე. დღეს, პირველ რიგში, საქართველოს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება ამ დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ეს იქნება შავი ზღვის საშუალებით, პირდაპირი ფრენების, რკინიგზის, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით, რათა ჩვენს ეკონომიკას, ბიზნესს მივცეთ საშუალება, მოახდინონ პოლიტიკური, ინსტიტუციური დაახლოების, მიღწევების კონკრეტულ მოგებებში კონვერტაცია მოქალაქისთვის და ბიზნესისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


პანელურ დისკუსიაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი მონაწილეობდნენ
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა