logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა ტრასეკას ახალ გენერალურ მდივანს შეხვდა
ნათია თურნავა ტრასეკას ახალ გენერალურ მდივანს შეხვდა
16:13 24.02.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) პროგრამის ახალ გენერალურ მდივანს ასეტ ასავბაევს შეხვდა. აღნიშნული პროგრამა მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისკენ, რომელიც სათავეს იღებს ევროპაში და სამხრეთ კავკასიის გავლით ცენტრალური აზიისკენ მიემართება. შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მონაწილეობა ტრასეკას პროგრამის ფარგლებში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ნათია თურნავამ ტრასეკას ახალ გენერალ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების, ასევე იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ასევე საპორტო შესაძლებლობების გაზრდისკენ მიმართული პროექტები. ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული პროექტების დასრულებისა და ამოქმედების შემდეგ საქართველოს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, ასევე ამაღლდება გადაზიდვების უსაფრთხოება.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საკონტეინერო გადაზიდვების გაზრდილ მაჩვენებელზე. კერძოდ, 2019 წელს საქართველოს პორტები მოემსახურნენ კონტეინერების რეკორდულ მაჩვენებელს - 647,816 ტეუ - ს, რაც 2018 წელთან შედარებით 42 პროცენტით მეტია. აღნიშნული ტენდენცია 2020 წელსაც შენარჩუნდა. ამასთან, გაიზარდა საქართველოს რკინიგზის მეშვეობით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობაც და მატებამ წინა წელთან შედარებით 39 პროცენტი შეადგინა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის გაციფრულების პროექტზე, რომელიც ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნულის პროექტის განხორციელებით მნიშვნელოვნად გაიზრდება დერეფნის კონკურენტუნარიანობა და მიმზიდველობა, რომელიც ჩინეთსა და ევროპას ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით ერთმანეთს დააკავშირებს. მხარეები აღნიშნული დერეფნის განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

„ტრასეკას“ პროგრამაში ჩართულია საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ირანი, უკრაინა, მოლდოვა, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა