logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„თეგეტა მოტორსმა“ ევროპული ბიზნესასოციაციის EBA-ს ბორდის შეხვედრას უმასპინძლა
„თეგეტა მოტორსმა“ ევროპული ბიზნესასოციაციის EBA-ს ბორდის შეხვედრას უმასპინძლა
16:08 24.02.2020
„თეგეტა მოტორსის“სათავო ოფისში ევროპული ბიზნესასოციაციის EBA-ს ბორდის შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოშიპროფესიული კადრების დეფიციტი და სხვადასხვა დარგის ჩართულობით აღნიშნული პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობები.

შეხვედრაზე,ასევე,ისაუბრესთეგეტა აკადემიის, როგორ უნიკალური სასწავლო პლატფორმის, შესაძლებლობებზე, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის მსგავსი პლატფორმების არსებობა სხვადასხვა ინდუსტრიული პროფილის მიმართულებით. სტუმრებმადაათვალიერეს „თეგეტა მოტორსის“ ინფრასტრუქტურა და სასწავლო ცენტრი.

„თეგეტა აკადემიის შექმნა, სწორედ პროფესიული კადრების დეფიციტით იყო განპირობებული. ამიტომ მოხარულები ვართ, რომ დღეს გვაქვს პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას ავტოსერვისის მიმართულებით.ამასთანავე, გასულ წელს გავხსენით თეგეტა აკადემიის რეგიონალური აკრედიტებული ფილიალი ქ. ბათუმში, რომელიც უზრუნველყოფს აჭარის რეგიონისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს მასშტაბით კადრების მომზადებას.განათლებაში ინვესტირება არის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ამ მიმართულებით თეგეტა აკადემია ნამდვილად არის კომპანიის საამაყო და წარმატებული პროექტი.თუ მსგავსი პროფესიული სასწავლებლები გაჩნდება სხვადასხვა ინდუსტრიის მიმართულებით, ეს ძალიან დაეხმარება არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით ნებისმიერ დაინტერესებულ ბიზნესს გავუზიაროთ გამოცდილება“, - განაცხადა „თეგეტა მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

თეგეტა აკადემია ფუნქციონირებს 2017 წლიდან და წარმოადგენს უნიკალურ სასწავლო პლატფორმას, მისი მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში.2019 წლიდანთეგეტა აკადემიას მიენიჭა ავტორიზებული პროფესიული კოლეჯის სტატუსი და წარმოადგენს ერთადერთ ავტორიზებულ კერძო კოლეჯს, რომელიც სთავაზობს სტუდენტებს დუალური განათლების მოდელს, რაც ეფუძნება პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას.
ევროპულიbბიზნესასოციაციაbEBA 100-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის ხედვაა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის შეიქმნას ისეთივე გარემო, როგორიც ევროპაშია. მისი მისია ორ მიმართულებას მოიცავს: საქართველოში ევროპული ბიზნესის ადვოკატირება/ლობირება და საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა.

ევროპული ბიზნესასოციაცია EBA ეთიკის კოდექსით აწესებს მაღალ სტანდარტებს ასოციაციის წევრებისთვის და ევროპული ღირებულებების ქვეშ აერთიანებს კომპანიებს. EBA-ს ხელმძღვანელობენ ის პირები, რომლებიც მართავენ წარმატებულ ევროპულ და ქართულ კომპანიებს. მათი ცოდნისა და გამოცდილების დახმარებით მაღალკვალიფიციურად წარიმართება EBA-ს აქტივობები და ხელი ეწყობა საქართველოში როგორც არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ისე ქართული ბიზნესის ევროპის ბაზართან და ევროპულ ღირებულებებთან დაახლოებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა