logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კოვზანაძე: ციფრები ადასტურებენ, რომ ფინანსთა სამინისტრო სწორად მუშაობს
ირაკლი კოვზანაძე: ციფრები ადასტურებენ, რომ ფინანსთა სამინისტრო სწორად მუშაობს
17:27 20.02.2020
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგინა საინტერსო და დეტალური ინფორმაცია საფინანსო სექტორში და უშუალოდ ფინანსთა სამინისტროში არსებული მდგომარეობის შესახებ და წარმოდგენილი ციფრები ადასტურებენ სამინისტროს გამართულ საქმიანობას.

„ბატონი მაჭავარიანი ნოემბრის შემდეგ პარლამენტის სესიაზე უკვე მეოთხეჯერ მოდის, და მიუხედავად ამისა ამ ინფორმაციებს ინტერესი არ აკლია, მეოთხე მოსვლა არის დღეს სესიაზე.

პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე და საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, ის ინფორმაციები, რომლებიც მან წარმოადგინა, ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო მთავრობის ანგარიშის მიხედვით და ასევე კვარტალურ ჭრილშიც, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს, მაგრამ ბატონმა მაჭავარიანმა წინმსწრებად მოგვცა ეს ინფორმაცია და ეს არის ძალიან კარგი.

ჩვენ დავრწმუნდით, რომ ფინანსთა სამინისტრო აწარმოებს და აკეთებს ძალიან ბევრ და შრომატევად საქმიანობას, რომელიც დასტურდება იმ კარგი სტატისტიკით, რომელიც ქვეყანას აქვს. რამდენიმე ციფრი მინდა წარმოგიდგინოთ და დავადასტურო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მხრიდანაც, რომ დაგეგმილი მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%-ის ნაცვლად, ქვეყანამ მიიღო ზრდა 5,2% რომელიც ასევე დადასტურდა სავალუტო ფონდის მისიის ბოლო ვიზიტის დროსაც. მათაც ჰქონდათ ნაკლები პროგნოზი ამასთან მიმართებაში, მაგრამ ქვეყანამ აჩვენა, რომ ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა, პარლამენტი და ეროვნული ბანკი აწარმოებს საფინანსო სექტორში, არის სწორი მიმართულებით გადადგმული და ეს რეფორმები არის ის, რომლებსაც ჩვენ ერთად ვაკეთებდით ბოლო სამი წელია“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, ეს არის ფუნდამენტური რეფორმები და ეს არის სწორი რეფორმები, ზუსტად ამიტომაც აქვს ქვეყანას 5,2% -იანი ზრდა, რომელიც ერთერთი კარგი მაჩვენებელი რეგიონში.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ციფრი, რომელიც მოყვანილია ბატონი მაჭავარიანის მოხსენებაში და განსაკუთრებით მგრძნობიარე ვართ ჩვენ - ფინანსისტები ამ ციფრის მიმართ, რომ როდესაც ნაერთი ბიუჯეტის ციფრებს ვნახავთ, იქ საგადასახადო შემოსავლები და განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს - თითქმის გადაჭარბებულია პროგნოზთან მიმართებაში ნახევარ მილიარდზე მეტით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ციფრები ადასტურებს იმას, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს სწორად და აკეთებს კარგ და მნიშვნელოვან საქმეს“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, წინ მაინც საკმაოდ რთული პერიოდი იქნება, ვინაიდან „საარჩევნო წელია და აქედან გამომდინარე ფინანსთა სამინისტროს პროდუქტიულობა და ქმედითუნარიანობა მიმდინარი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშის ქვეშ იქნება“.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ წარმატებები უსურვა ფინანსთა მინისტრს და მის გუნდს, რომელიც მისი შეფასებით, არის „კარგი, კვალიფიციური და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი მთავრობის შემადგენლობაში“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა