logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავამ საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავამ საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
20:15 19.02.2020
მინსკში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა. სხდომას ბელარუსის მხრიდან თავმჯდომარეობდა ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ვლადიმერ დვორნიკი, ქართული მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

კომისიაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველო-ბელარუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და სამომავლო აქტივიზაცია, ასევე თანამშრომლობა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის სფეროებში და სხვა.

როგორც მისასალმებელ სიტყვაში ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოში ლიდერია რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს საქართველოს გამჭვირვალე და ინკლუზიური ბიზნესგარემო, რაც მიმზიდველს ხდის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს.

ამასთან, ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველო და ბელარუსი მომავალში არაერთი პროექტის განხორციელებას შეძლებენ, მათ შორის გააძლიერებენ პარტნიორულ კავშირებს მხარეებს შორის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს შორის, რაც კარგი შესაძლებლობაა ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით.

კომისიის სხდომაში ქართული დელეგაციიდან ასევე მონაწილეობდნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ალექსანდრე მოწერელია, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია. ასევე საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა