logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერს შეხვდა
ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერს შეხვდა
19:43 19.02.2020
ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს სერგეი რუმასს შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე ნათია თურნავამ განაცხადა, ბელარუსის რესპუბლიკა საქართველოს მნიშვნელოვანი, საიმედო და მჭიდრო პარტნიორია. ამასთან, მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ბელარუსულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

ნათია თურნავას განცხადებით, დღეისათვის საქართველო და ბელარუსი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან, თუმცა აღნიშნა, რომ ურთიერთვაჭრობის მხრივ ქვეყნებს შორის უფრო მეტი ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იქნას ათვისებული. ამასთან, ქართულმა მხარემ ბელარუსულ მხარეს საქართველოსა და ბელარუსს შორის თავისუფალი ინდუსტრიული და ეკონომიკური ზონების კუთხით თანამშრომლობის განვითარება შესთავაზა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ბელარუსის პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ გააძლიერონ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები და ის თვისობრივად ახალ დონეზე იქნას აყვანილი. „თუ აქამდე ჩვენ ძირითადად საკმაოდ წარმატებით ვთანამშრომლობთ ბელარუსული ტექნოლოგიების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სატრანსპორტო ტექნიკის მიმართულებით - იგივე, ბათუმისთვის ბელარუსული წარმოების ელექტრობუსების მიწოდება და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. ახლა საუბარი შედგა იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა ლოგისტიკის სექტორში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა ზრდის ტენდენციით ხასიათდება - 2019 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 94,8 მლნ. აშშ დოლარი (ზრდა 9%, საერთო ბრუნვის 0.7% წილით). ძირითად ქართულ პროდუქციას ბელარუსში წარმოადგენს მინერალური წყალი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, თხილი და ა.შ.

თავის მხრივ, ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნებას. მისივე განცხადებით, ბელარუსული მხარე მზად არის, აქრტიურად ჩაერთოს ქართული აგრარული სექტორის თანამედროვე აგროტექნიკით უზრუნველყოფაში, ასევე ქართულ მხარესთან ერთად ტექნოპარკებისა და სამეცნიერო პროექტების ერთობლივ განვითარებაში.

„საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი და დროში გამოცდილი პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ დიალოგს მაღალ დონეზე. ასევე სტაბილური რჩება ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართული მხარე კარგად მუშაობს და თქვენი პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება“, - აღნიშნა სერგეი რუმასმა შეხვედრაზე.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის პრემიერ-მინისტრი სერგეი რუმასი საქართველოს მარტში ეწვევა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საპარტნიორიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და საქართველოს ელჩი ბელარუსში ვალერი კვარაცხელია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა