logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტს შეხვდა
პრემიერი პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტს შეხვდა
19:40 19.02.2020
„გვსურს, საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშაოთ ავიაკომპანიების მოზიდვის სქემა, რათა შეიქმნას ახალი მარშრუტები და საქართველო მოგზაურთა დანიშნულების ქვეყნად იქცეს,“- ამის შესახებ პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტმა, აუგუსტინ დე რომანემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო ფრენებისა და აეროპორტების ბიზნესის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის, მათ შორის, ევროკავშირთან როგორც პირდაპირი კავშირების უზრუნველყოფის, ისე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად განვითარებისთვის.

აუგუსტინ დე რომანეს თქმით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოში ტურიზმის განვითარების გზებსა და პარიზის აეროპორტების გაერთიანების კომპანიის მზაობას - ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების გზები. საქართველოს ისტორია და ბუნება სრულიად შთამბეჭდავია, ტურისტები მთელი მსოფლიოდან უნდა მოვიზიდოთ,“- აღნიშნა აუგუსტინ დე რომანემ.

პარიზის აეროპორტების გაერთიანება, კომპანია TAV-ის ძირითადი აქციონერი, აქციების 46%-ის მფლობელი კომპანიაა. პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო TAV Georgia-სთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, აეროპორტის ოპერირების წესსა და იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ოპერატორის მიმართ - ტარიფების, ინფრასტრუქტურისა და პირდაპირი ფრენების ქსელის გაფართოების, აგრეთვე, ფრენების დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით.

საქართველოს მთავრობასთან ეფექტური თანამშრომლობის მიზნით, კომპანიის მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეიქმნება სამუშაო დოკუმენტები და სამოქმედო გეგმა.



როგორც TAV-ის ძირითადი აქციონერი კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს რესურსი, გრძელვადიან პერსპექტივაში, განვითარდეს და დამატებით, 5 მლნ მგზავრს მოემსახუროს. კომპანიამ გამოთქვა მზაობა დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაზე და საუბარი შეეხო საქართველოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხს.



პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტმა აუგუსტინ დე რომანემ აღნიშნა, რომ კომპანია მზად არის, საქართველოში, კერძოდ, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში, გამოგზავნოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომლებიც, მსოფლიოს მასშტაბით, აეროპორტების განვითარების გეგმებზე მუშაობენ.



მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილი ესწრებოდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა