logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ იოსელიანი: საქართველოს საზღვაო სექტორი თანამედროვე ტექნოლოგიებს ფეხს უწყობს
თამარ იოსელიანი: საქართველოს საზღვაო სექტორი თანამედროვე ტექნოლოგიებს ფეხს უწყობს
19:36 19.02.2020
დოჰაში კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და Lloyd List-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საზღვაო და ლოჯისტიკურ სამიტზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი სიტყვით გამოვიდა. მან საზღვაო გადაზიდვების ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საზღვაო ციფრულ სერვისებზე და ამ გამოწვევების ფონზე საქართველოს მზარდ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

თამარ იოსელიანის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვაო გადაზიდვების სფეროში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის პროექტს დაეთმო, რასაც საქართველოს მთავრობა საზღვაო სექტორის მდგრადი განვითარების მიზნით ახორციელებს. გამოსვლისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია და მისი განვითარების პერსპექტივები, რომელიც რეგიონში სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებას უკავშირდება.

ვიზიტის ფარგლებში თამარ იოსელიანმა კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩთან ბატონ ნიკოლოზ რევაზიშვილთან ერთად მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა.

კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაიტისთან მიღწეული შეთანხმების თანახმად კატარი უახლოეს მომავალში ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს აღიარებს. ასევე, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ კატარი სტრატეგიულად არის დაინტერესებული რეგიონში ყოფნით, რა მიზნითაც კატარის სახელმწიფო განიხილავს კატარული კომპანიების ინვესტირების ხელშეწყობას საქართველოს სანაოსნო დარგში. საზღვაო განათლების მხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში თამარ იოსელიანი კატარის მინისტრს კადეტების საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფაზეც ესაუბრა. თამარ იოსელიამნა მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მნიშვნელობა და მიაწოდა კატარულ მხარეს ინფორმაცია მომდევნო ფორუმის შესახებ, რომელიც 2020 წლის 15 -17 სექტემბერს გაიმართება ქ. ბათუმში.

კატარს ყავს 131 გემისგან შემდგარი თანამედროვე სატანკერო ფლოტი, რომელიც სახელმწიფო ნავთობ კომპანიას ემსახურება. ქართველი მეზღვაურები ძირითადად სწორედ ტანკერებზე სპეციალიზირდებიან. შესაბამისად კატართან მემორანდუმის გაფორმება მათი დასაქმების კუთხით მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება.

შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრთან ვლადისლავ კრიკლისთან შეხვედრაზე. საუაბრი ასევე შეეხო საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს და რეგიონში მის მნიშვნელობას.

კადეტების და ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხები განხილული იქნა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უმსხვილეს საზღვაო ლოჯისტიკურ კომპანია - „მილაჰა“-ს (MILAHA M & L) CEO-სთან გამართულ ორმხრივ შეხვედრაზეც.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა