logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: საინვესტიციო ფონდების კანონის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გააქტიურებას და ინვესტორების შემოსვლას ეკონომიკაში
ეკატერინე მიქაბაძე: საინვესტიციო ფონდების კანონის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გააქტიურებას და ინვესტორების შემოსვლას ეკონომიკაში
14:18 19.02.2020
დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, რომელიც კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, რომ კანონის მიღებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო, ახალი სამართლებრივი ჩარჩოს შემოღება კი ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გააქტიურებას და ბაზარზე საერთაშორისო პორტფელური ინვესტორების შემოსვლას.

კანონპროექტი მომზადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მსოფლიო ბანკის, ინვესტორთა საბჭოს და სხვა საჯარო და განვითარების დონორი ორგანიზაციების, აგრეთვე კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობითა და ჩართულობით.

„ესაა საქართველოს ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს დანაზოგების აკუმულირებას - ფონდები თავიანთი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ დანაზოგების ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მიმართვას შეძლებენ. საინვესტიციო ფონდების განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაზოგვის კოლექტიური და ეფექტიანი მექანიზმების განვითარების თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს საფინანსო სისტემის დივერსიფიკაციასა და გრძელვადიან საინვესტიციო რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდას,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტი მომზადებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. მისი თქმით, ამავე დროს, ის სრულადაა მორგებული საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ დონეს და არის ძალიან მოქნილი საიმისოდ, რომ ხელი შეუწყოს კაპიტალის ბაზრის და საინვესტიციო ფონდების საქმიანობის სტიმულირებას და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე.

„ბაზარზე ძალიან მაღალია მოთხოვნა საინვესტიციო ფონდებზე. დღეს არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას. გარდა ამისა, თავად კანონი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ევროპელი ინვესტორებისთვის ეს იქნება ნაცნობი სათამაშო ბაზარი ნაცნობი წესებით და, შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს ინვესტორების შემოსვლას ქართულ ეკონომიკაში“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. მისი თქმით, ახალი კანონის ამოქმედება დიდი სტიმული იქნება საქართველოში საინვესტიციო ფონდების საქმიანობისთვის.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პარლამენტი კანონპროექტს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა