logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
ნათია თურნავა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
10:57 18.02.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი მალაიზიაში ნიკოლოზ აფხაზავა და საქართველოში მალაიზიის საპატიო კონსული ჯემალ ინაიშვილი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მალაიზიის მხრიდან ესოდენ მაღალი დონის ვიზიტი დიდი ხანია არ შემდგარა და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ აღინიშნული ვიზიტი ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და სხვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებას, რადგან მალაიზიასა და საქართველოს შორის ვაჭრობის გაზრდისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს.


ნათია თურნავამ სტუმრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს წარმატებებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივე 2020“, რომლის თანახმადაც საქართველო მსოფლიო 190 - ე ქვეყანას შორის მე-7-დეა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და მალაიზიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. დასახელდა პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ვაჭრობა, ტურიზმი, განათლება და სხვ.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მალაიზიის ბაზარი მიმზიდველია საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის. ამავე დროს, მალაიზიურმა მხარემ გამოხატა დაინტერესება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ეფექტიანობით, რომლებიც საქართველოს აქვს გაფორმებული ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ს სივრცესთან და სხვა ქვეყნებთან.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეტ ყურადღებას მიაქცევენ ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ შორის, ხელს შეუწყობენ საქართველოსა და მალაიზიის ბიზნეს წრეების დაახლოებასა და ორივე ქვეყანაში სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს შეხვედრების ჩატარებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა