logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: გერმანიაში, ITB Berlin-ზე მასპინძლის სტატუსის მოპოვება იმის აღიარებაა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სწრაფად მზარდი, საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა
ნათია თურნავა: გერმანიაში, ITB Berlin-ზე მასპინძლის სტატუსის მოპოვება იმის აღიარებაა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სწრაფად მზარდი, საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა
14:35 17.02.2020
ის, რომ საქართველო ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა გახდა, ძალიან დიდი მოვლენაა როგორც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
პრეზენტაცია 2022 წელს ბერლინში გაასამართ ITB Berlin-ის გამოფენა-ბაზრობას მიეძღვნა, რომლის მასპინძელ ქვეყნად საქართველო ცოტა ხნის წინ კონკურსის შედეგად დასახელდა. პრეზენტაცია სპეციალურად ტურიზმის სექტორისთვის გაიმართა.

„მასპინძლის სტატუსის მოპოვება ITB Berlin-ზე პირველ რიგში იმის აღიარებაა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სწრაფად მზარდი, საინტერესო, მიმზიდველი, ახალი და იმავდროულად ძალიან ძველი ტრადიციებით დახუნძლული ტურისტული ბაზარი, სადაც ბოლო რამდენიმე წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ 9 300 000 ვიზიტორს, ანუ სამჯერ მეტ ვიზიტორს ვემსახურებით, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობაა. ეს რა თქმა უნდა, ასევე თქვენი ძალისხმევის აღიარებაა, რადგან ჩვენი ტურისტული ინდუსტრია, კერძო კომპანიები, პასუხობთ ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს და რაც მთავარია, ხართ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტები და ყველა ახალი იდეის მიმართ გახსნილები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin-ის ოფიციალური დასტური მიიღო, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გერმანიაში, ბერლინში წარდგება.


გერმიანიაში, ITB Berlin-ის გამოფენა-გაყიდვას ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ITB Berlin წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. სამი დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა