logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა
16:50 12.02.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დირექტორს გლობალური ურთიერთობის საკითხებში ანდრეას შაალს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველოსა და OECD - ს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე წლის 17 – 19 მარტს თბილისში დაგეგმილი აღნიშნული ორგანიზაციის წლიური შეხვედრის - OECD Eurasia Week საორგანიზაციო საკითხები.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ქართულმა მხარემ ევროკავშირის მხარდაჭერით და OECD - ისა და GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების) თანამშრომლობით შეიმუშავა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016 – 2020 წლებისთვის, ასევე აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია 2021 – 2025 წლების სტრატეგიაზე მუშაობა.

ყურადღება გამახვილდა OECD-ის მიერ საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების მონიტორინგზე, რომლის შესწავლის შემდეგაც OECD-ის მიერ დადებითად შეფასდა სტრატეგიის შესრულების მდგომარეობა და საქართველო დასახელდა სამოდელო ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო ქვეყნებს შორის.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში, სადაც OECD Eurasia Week - ის ღონისძიება ჩატარდება, რაც საქართველოს, როგორც წარმატებული ეკონომიკური რეფორმების განმახორციელებელი ქვეყნის დიდი აღიარებაა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კვლევა „მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2020“, რომლის მიხედვითაც საქართველომ კვლავ მნიშვნელოვანი პროგნოზი აჩვენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. კვირეულის დროს ასევე გაიმართება სესია, რომელზეც OECD-ის მიერ წარმოდგენილი იქნება „საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის მიმოხილვის“ პირველადი მიგნებები.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიის მიმართულების დირექტორი უილიამ ტომპსონი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა