logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკის სამინისტროში ათამდე სხვადასხვა პროგრამა და სხვადასხვა ინსტრუმენტი მოქმედებს, რომელიც ფინანსებზე ხელმისწავდომობის გაუმჯობესკებინაა მიმართული
ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკის სამინისტროში ათამდე სხვადასხვა პროგრამა და სხვადასხვა ინსტრუმენტი მოქმედებს, რომელიც ფინანსებზე ხელმისწავდომობის გაუმჯობესკებინაა მიმართული
14:16 12.02.2020
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქართული ეკონომიკისთვის ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ის გამოწვევა, რაც აქვს და ჰქონდა მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ჩათვლით, არის ის ამოცანა, რომლის გადაჭრაზეც სახელმწიფო საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს ბოლო წლების განმავლობაში.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მხოლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში მოქმედებს ათამდე სხვადასხვა პროგრამა, სხვადასხვა ინსტრუმენტი როგორც მონეტარული, ასევე სხვა ტიპის, რომელიც მიმართულია როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ, ასევე ზოგადად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისკენ საქართველოში.

„მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ „აწარმოე საქართველოს“ სესხების თანადაფინანსების პროგრამას ჰყავს 450-ზე მეტი ბენეფიციარი, 9 ათასზე მეტი ბენეფიციარი გვყავს მცირე გრანტების მიმართულებით. გარდა „აწარმოე საქართველოსი“, ტურიზმის ადმინისტრაცია ახორციელებს ძალიან საინტერესო პროგრამებს, მათ შორის გადამზადების და ტრენინგის პროგრამებს, რომელშიც გასულ წელს 2 ათასზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესის ოპერატორმა მიიღო მონაწილეობა სასტუმროების და ზოგადად ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მთელ რიგ პროგრამებს, რომლებიც კონკრეტულად მიმართულია ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო და ყველა მისი დაქვემდებარებული უწყება მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ამ პროგრამების ეფექტურობის, მათი მიმდინარეობის მონიტორინგს და შესაბამისად, პროგრამების რედიზაინისა და გაუმჯობესების, ასევე ახალი პროგრამების შემოღების გადაწყვეტილებას იღებს.

„გასული წელი ამ თვალსაზრისით გამორჩეული იყო. „აწარმოე საქართველოს“ და სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით მთელი რიგი ინიციატივები განვახორციელეთ პროგრამების შეცვლის მიზნით. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, უკეთესი ტარგეტირება განხორციელდეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის თვალსაზრისით, მათ შორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ფორუმი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაზე განიხილეს კაპიტალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პრიორიტეტულ სექტორებში (მსუბუქი წარმოება, ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, შემოქმედებითი ინდუსტრიები) და მათი ზეგავლენა სამუშაო ადგილების შექმნაზე და ინვესტიციების და შემოსავლების ზრდაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა