საქართველო ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) წევრ სახელმწიფოთა საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა რიგით სამოცდამეერთე შეხვედრას უმასპინძლებს.
შეხვედრა ხვალ სასტუმრო „რედისონში“ გაიხსნება, სადაც მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია მიმართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაში ორმოცდაოთხი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების დირექტორი და წამყვანი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების პირველი პირები მიიღებენ მონაწილეობას.

















