logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: დაინტერესებულ ბიზნესს უკვე დღეიდან შეუძლია გაეცნოს წიაღისეულის ლიცენზიების ჩვენ მიერ გამოცხადებულ 100 პარალელურ აუქციონს
ნათია თურნავა: დაინტერესებულ ბიზნესს უკვე დღეიდან შეუძლია გაეცნოს წიაღისეულის ლიცენზიების ჩვენ მიერ გამოცხადებულ 100 პარალელურ აუქციონს
16:14 11.02.2020
მიმდინარე წლის 11 თებერვლის 12.00 საათიდან, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულია წიაღის ათვისების ლიცენზიების ასი პარალელური აუქციონი და დაინტერესებულ ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, დეტალურად გაეცნოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შერჩეულ და მომზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, რომლებიც არამხოლოდ წიაღისეულის მოპოვებას, არამედ, უმეტეს შემთხვევაში, მათ ადგილზე გადამუშავებასაც ითვალისწინებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა მარნეულში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას პროგრამის „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ახალი კომპონენტი წარუდგინა, რომელიც საქართველოში არსებული სხვადასხვა წიაღისეულის ათვისებას ითვალისწინებს.

„ახალი ინიციატივა - წიაღისეულის ლიცენზიების ასი პარალელური აუქციონი, ერთი მხრივ, ემსახურება ბიზნესის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ემსახურება მიზანს, რომ წიაღის გადამუშავებით შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და ისეთი კონკურენტული პროდუქცია, როგორიც არის ჩვენი საშენი მასალა, კერამიკა, წყალი, ბალნეოლოგიურ კურორტებზე განვითარებული მინერალური წყლის საბადოები და ა.შ. ასევე ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საკუთარი საშენი მასალა დომინირებდეს ჩვენს ბაზარზე, ჩვენი წიაღისეული პროდუქცია იყოს გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანიო, ვიდრე იმპორტირებული და საექსპორტო ბაზრებზე დაიმკვიდროს თავისი ღირსეული ადგილი“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

პროგრამის „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წიაღისეულის ახალი კომპონენტის პრეზენტაცია დღეს მარნეულში, ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები, ასევე ბიზნესასოციაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალი კომპონენტის დეტალური პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა წარუდგინა.

პროგრამის გაფართოება და მის ფარგლებში წიაღისეულის ასი სალიცენზიო პარალელური აუქციონის გამოცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით განხორციელდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა