logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პროგრამას „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წიაღისეულის ათვისების ახალი კომპონენტი დაემატა
პროგრამას „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წიაღისეულის ათვისების ახალი კომპონენტი დაემატა
15:55 11.02.2020
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, გავაფართოვეთ ძალიან წარმატებით მიმდინარე პროგრამა „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ და დღეს ვაანონსებთ პროგრამის ახალ კომპონენტს, რომელიც ეხება წიაღისეულის ათვისებას“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მარნეულში, ბაზალტის საბადოზე გამართული პრეზენტაციის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აღნიშნული საბადო ახალი კომპონენტის ფარგლებში ბიზნესისთვის შეთავაზებული ერთ-ერთი მსხვილი ობიექტია.

„ბიზნესს ვთავაზობთ წიაღისეულის ათვისების ლიცენზიის ას პარალელურ ელექტრონულ აუქციონს, რაც ძალიან მასშტაბური და საინტერესო ინიციატივაა. ეს შეეხება ისეთ წიაღისეულს, რომელსაც აქვს საექსპორტო ან იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი, მათ შორის, ეს არის სხვადასხვა ლითონები, სამთო ქიმიური ნედლეული, საშენი მასალები, პოლიმეტალები, მიწისქვეშა წყლები და ეს არის სწორედ ის რესურსი, რომელიც სჭირდება ჩვენს ეკონომიკას, რათა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს, კიდევ უფრო მაღალი იყოს ეკონომიკური ზრდა, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განმარტებით, ჯამში, წიაღისეულის ასი ლიცენზია, სულ მცირე 82 მლნ. ლარის საწყისი ღირებულების პაკეტია, რა თანხაც შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. მისივე თქმით, ეს არის, მინიმუმ, 120 მილიონი ლარის ინვესტიცია, რა ვალდებულებასაც ბიზნესი აიღებს იმ ნაწილში, რომ არამხოლოდ მოიპოვოს,, არამედ ადგილზე გადაამუშავოს წიაღისეული. „ეს არის დამატებით, სულ მცირე, 1800 ახალი სამუშაო ადგილი საქართველოში“ - განაცხადა მინისტრმა.

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გაფართოების აუცილებლობის შესახებ მთავრობის წევრებმა მიმდინარე წლის 6 თებერვლის სხდომაზე ისაუბრეს. ახალი კომონენტი გულისხმობს არამხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, არამედ პროექტის ფარგლებში წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონების გამოცხადებასაც.

ეს არის იმ გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მთავრობას სურს, რომ წიაღისეულის არამხოლოდ მოპოვება, არამედ გადამუშავებაც ადგილზე ხდებოდეს და ძირითადი ღირებულებაც საქართველოში დარჩეს.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელებისას სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოპოვება/გადამუშავების პროცესში მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გამოყენებას. აღნიშნული მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება სალიცენზიო პირობებად.

მარნეულში, ბაზალტის საბადოზე გამართულ პროგრამის ახალი კომპონენტის პრეზენტაციას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები, ასევე ბიზნესასოციაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა