logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აკაკი საღირაშვილმა „უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
აკაკი საღირაშვილმა „უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
15:18 11.02.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა მონაწილეობა მიიღო „უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი“ მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაში, რომელზეც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ინტერნეტში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებისა და ციფრულ სამყაროში პოზიტიური ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, ორგანიზაციის „ISOC - საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, აგრეთვე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და სხვა პროფილური უწყებების წარმომადგენლებმა.

მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, „უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ მიზანია ისეთი უსაფრთხო და უკეთესი ინტერნეტის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს ტექნოლოგიები პასუხისმგებლობის, სხვებისადმი პატივისცემის, კრიტიკული მიდგომის და შემოქმედებითი აზროვნების საფუძველზე. „მსოფლიოში ინტერნეტის მოხმარებამ იმატა და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობა და განსაკუთრებით ბავშვები დაცული იყვნენ იმ საფრთხეებისგან, რომლებიც ამ სივრცეში არსებობს. ჩვენ ევროკავშირის დახმარებითა და მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობით ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნული სტრატეგია შევიმუშავეთ. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში ინტერნეტ უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც მალე დავასრულებთ,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ 2005 წლიდან ყოველ თებერვლის თვეში აღინიშნება “ინსეიფ/ინჰოუპ” (Insafe/INHOPE) ერთობლივი ქსელის ორგანიზებით და ევროკომისიის მხარდაჭერით. ის წარმოადგენს გლობალურ მოძრაობას, რომელიც ეძღვნება უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს შექმნას, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის. ღონისძიება ჩვეულებრივ იმართება თებერვლის მეორე კვირის მეორე დღეს. მას ყოველწლიურად უერთდება მილიონობით ადამიანი, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა