logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციები შემუშავდება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციები შემუშავდება
11:33 07.02.2020
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა საქართველოში“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციები შემუშავდება.

საქართველოში ვიზიტით აზიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ინსტიტუტის (IDACA) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ექსპერტი ტერუნუმა ჰიროში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებს შეხვდება და სხვადასხვა დარგის კოოპერაციული საწარმოების საქმიანობას გაეცნობა.

ექსპერტმა ტერუნუმა ჰიროშიმ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისა და მართვის დეპარტამენტის უფროსთან, კონსტანტინე ხუცაიძესთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „შატო აკურა“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა.

„დღეისათვის, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობა ფართომაშტაბიანი არ არის. წარმოების მოცულობის ზრდა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, სასურველი იქნება, არსებულმა კოოპერატივებმა შექმნან ურთიერთდახმარების საქმიანი ქსელი, რომელიც მათ სირთულეების გადალახვაში, ძლიერი მხარეების გაზიარებაში და განვითარებაში დაეხმარება. ჩემი რეკომენდაციებიც სწორად ამ მიმართულებებით იქნება“, - განაცხადა ტერუნუმა ჰიროშიმ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „შატო აკურა“ კოოპერაციული საწარმო „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წელს შეიქმნა. კოოპერატივი რამდენიმე სახეობის ღვინოს აწარმოებს.

პროექტით „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოოპერატივების შექმნა საქართველოში“ გათვალისწინებულია საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივების განვითარების მიმართულებებით შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე შედგეს სასწავლო კურსი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები იაპონიაში გაივლიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა