logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ბიზნესთან უშუალო კომუნიკაცია, განსაკუთრებით რეგიონებში, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია არსებული გამოწვევების დასაძლევად
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ბიზნესთან უშუალო კომუნიკაცია, განსაკუთრებით რეგიონებში, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია არსებული გამოწვევების დასაძლევად
18:15 31.01.2020
„ბიზნესთან პირდაპირი და უშუალო კომუნიკაცია არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად იყენებს იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ქართული ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ქუთაისში, ადგილობრივ ბიზნესთან სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ღონისძიებას სახელწოდებით „ღია დიალოგი ბიზნესთან“ 150-მდე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი, ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძე და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღია შეხვედრის ფორმატში მოხდა ინფორმაციის ორმხრივი გაცვლა, ჩვენ გავაკეთეთ პრეზენტაცია და ბიზნესს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც ხორციელდება, იგეგმება და ხელმისაწვდომია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტების სახით, ასევე მათგან მოვისმინეთ კონკრეტული პრობლემები, რომელიც ქუთაისში და, ზოგადად, იმერეთის რეგიონში არსებობს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთჯერადი შეხვედრა და ბიზნესთან კომუნიკაცია, მათი პრობლემების გადაწყვეტაზე მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ადგილობრივ ბიზნესწრეებთან შეხვედრის მიზანია პრიორიტეტების გამოკვეთა, რათა მოხდეს კონკრეტული საკითხების შესაბამის უწყებებამდე დროული მიტანა. ასევე, რეგიონული ბიზნესის განვითარების და სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა.

ქუთაისში გამართულ შეხვედრას ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი, ასევე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი ესწრებოდნენ, რომელმაც ვრცელი პრეზენტაცია გამართა და დამსწრე საზოგადოებას პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა