logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავამ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
ნათია თურნავამ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
16:36 31.01.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ახალი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე წარადგინა.

ნათია თურნავას განცხადებით, თამარ არჩუაძეს ავიაციის სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მრავალი წელია ამ დარგის კურატორად მუშაობს.

„მინდა, წარგიდგინოთ აეროპორტების გაერთიანების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე - ძალიან გამოცდილი და ახალგაზრდა პროფესიონალი ქალბატონი, რომელიც დარგს კარგად იცნობს. ამ დრომდე თამარი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, დღეიდან კი ახალი ენერგიით შეუდგება „აეროპორტების გაერთიანების“ მართვას. ჩვენ ერთად და უფრო ეფექტურად მივხედავთ ჩვენი აეროპორტების ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, პირველი, რაც აეროპორტების გაერთიანების ახალ ხელმძღვანელთან ერთად გააკეთა, სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დათვალიერება იყო.

„როგორც გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ მე უკვე ვიმყოფებოდი თბილისის საერთაშორისო აერპორტში და გარკვეული შენიშვნებიც მქონდა აეროპორტის მმართველი კომპანიის მიმართ. მინდა ვთქვა, რომ „ტავ ჯორჯიამ“ ყურად იღო ჩვენი შენიშვნები, მიმდინარებს რემონტი, მოწესრიგდა სველი წერტილები, წესრიგდება ინტერიერი, ავეჯი და ვიმედოვნებ, რომ პროცესი უფრო სწრაფად წავა წინ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ პროცესს, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი დავალება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, უფრო მნიშვნელოვანი და კომპლექსური დავალებაა, რომ დროულად დასრულდეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება და ეს ასეც მოხდება.

მისივე განცხადებით, შემოდგომით ჩვენ გვექნება ახალი ტერმინალი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ოთხჯერ გაზრდის გამტარუნარიანობას - ეს არის ის აეროპორტი, რომელიც შედარებით დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ემსახურება და როგორც ტურისტებს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეღვათიან ფასებში აძლევს მოგზაურობის საშუალებას.

„გარდა ამისა, პირველ რიგში, ჩემი დავალებაა, რომ ვიყოთ უფრო მეტად გახსნილები ახალი ავიაკომპანიების, ახალი ავიარეისების მიმართ და გავაძლიეროთ ღია ცის პოლიტიკა და პრინციპები, რათა უფრო კომფორტულად და უკეთესად ვემსახუროთ როგორც ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ასევე საკუთარ მოქალაქეებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ახალმა ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ აღნიშნა, მოხარულია, რომ უერთდება გამოცდილ პროფესიონალთა გუნდს. „მინდა, ამ გუნდს შევმატო ის გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ავიაციის სექტორში მუშაობით დავაგროვე. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, ვიყოთ მგზავრზე ორიენტირებული, გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები და ვიყოთ რეგიონში საუკეთესოები“, - აღნიშნა თამარ არჩუაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა