logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: მოლოდინზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა პირველ რიგში, ჩვენი მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია
ნათია თურნავა: მოლოდინზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა პირველ რიგში, ჩვენი მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია
13:41 31.01.2020
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წინასწარ შევაჯამოთ გასული წლის ეკონომიკური მონაცემები - 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა, რაც თავისთავად მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგების შეფასებისას მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ზრდა წინასწარ პროგნოზებზე გაცილებით უფრო მაღალია.

„თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ 2019 წლის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 4.5%-ს შეადგენდა, რაც განპირობებული იყო რეგიონში არსებული გამოწვევებითა და ზოგადად, გლობალური ეკონომიკის ნელი განვითარებით. თუმცა, როგორც ვხედავთ, საბოლოო ჯამში ეს პროგნოზი არ გამართლდა და ჩვენი ეკონომიკური ზრდა გაცილებით უფრო მაღალია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მოლოდინზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა პირველ რიგში, ქვეყნის მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ საერთაშორისო არენაზე და სწორედ ექსპორტი გახლდათ 2019 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რადგან 2019 წელს ექსპორტი აღწევს ბოლო ათწლეულების მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს - 3 771.5 მლნ. დოლარს გადააჭარბა. სწორედ ექსპორტი არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა მოგვიტანა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკური გუნდის პოლიტიკის შედეგად, ქართული წარმოება ხდება უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, უფრო მეტად ძლიერი და ფეხს იკიდებს პირველ რიგში ევროპულ ბაზრებზე, რაზეც მეტყველებს სტატისტიკა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, იქნება ეს „აწარმოე საქართველოში“, აგრარული სექტორის მხარდაჭერის პროგრამები, გააქტიურებული პრივატიზების თუ გააქტიურებული წიაღისეულის ლიცენზიების გაცემა - ხდება ქართული ბიზნესის დახმარება და მათთვის დამატებითი ბიძის მიცემა განვითარებისთვის.


როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, თუ უფრო დეტალურად ჩავხედავთ ეკონომიკური ზრდის დარგობრივ სტრუქტურას, სწორედ მრეწველობის დამამუშავებელი სექტორი ლიდერობს, ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის ტურიზმის ინდუსტრიაში - რესტორნებსა და სასტუმროებში, ჩვენი სერვისინდუსტრიაც უფრო ძლიერი ხდება.

„და ეს მიუხედავად იმ გამოწვევისა, რის წინაშეც გასულ წელს აღმოვჩნდით - ვგულისხმობ 20-21 ივნისის შედეგებს, მაგრამ მაშინაც საქართველოს მთავრობამ საკმაოდ სწრაფად შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა და გვერდში დაუდგა ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, რამაც საბოლოო ჯამში, კარგი შედეგი გამოიღო“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა