logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლებში გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგად, მეღვინეობის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლებში გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგად, მეღვინეობის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
18:01 30.01.2020
ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

„გასული წელი იმ პროგრესის ლოგიკური გაგრძელება იყო, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში ბოლო წლებში გვაქვს. სახელმწიფოს მხრიდან გატარებული სწორი დარგობრივი პოლიტიკის შედეგად მეღვინეობის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაძლიერდა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს.

გაზრდილია ღვინის ექსპორტი და საექსპორტო ბაზრების არეალი, საწარმოების რაოდენობა და ყურძნის მოსავალი. გასულ წელს ექსპორტირებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 94 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, რეკორდული იყო გაყიდვების მაჩვენებელიც, რომელმაც 240 მლნ აშშ დოლარს მიაღწია“, - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, რაოდენობის ზრდასთან ერთად, მთავარი ამოცანა იყო უცხოურ ბაზრებზე ქართული ღვინის მაღალ საფასო სეგმენტში პოზიციონირება. „ქართული ღვინის პრემიუმ სეგმენტში დამკვიდრების აუცილებელი წინაპირობა ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა, რისთვისაც სახელმწიფომ კონკრეტული ღონისძიებები განახორციელა და შედეგებიც სახეზეა. ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე ზრუნვა გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში“ - აღნიშნა მან.

მინისტრის შეფასებით, 2019 წელი აღსანიშნავი იყო წარმატებით ჩატარებული რთველი, როდესაც გადამუშავდა ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მოსავალი - 271 ათასი ტონა ყურძენი. ამასთან ერთად, გაგრძელდა ვენახების კადასტრის პროგრამის სამუშაოები და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 3200 მევენახეს პირველად მიეცა შესაძლებლობა საწარმოებში ყურძენი კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ჩაებარებინა. გასულ წელს, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან, 20-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა