logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობა შეაჯამა
ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობა შეაჯამა
18:00 30.01.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, დარგობრივი ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო.

„ჩვენი სამინისტრო ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულების - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების - სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაზე და ამ პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაზე მუშაობს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ორივე მიმართულებით ხელშესახები წინსვლა გვაქვს, მიუხედავად რთული მემკვიდრეობისა და არაერთი გაუთვალისწინებელი გამოწვევისა“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აგრარულ დარგში სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, გაზრდილია ქართული პროდუქციის წარმოება.

„ჩვენ დახლებზე ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ახალი ქართული ბრენდირებული პროდუქტი ჩნდება, რაც იმპორტის ჩანაცვლების შეუქცევადი პროცესის მაჩვენებელია. საქართველო, ტრადიციულად, აგროსასურსათო წარმოებით გამორჩეული ქვეყანა იყო. ჩვენ ამ სტატუსს ეტაპობრივად ვიბრუნებთ. მიუხედავად მზარდი მოხმარებისა, რაც ტურისტული ნაკადის ზრდითაც არის განპირობებული, აგროსასურსათო პროდუქტის სავაჭრო დეფიციტი ყოველწლიურად სულ უფრო მცირდება. მცირდება იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობა, 900 მილიონიდან ეს დეფიციტი 350 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძელით წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი მიმართულებით სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხანში დასრულდება ძირითადი საკანონმდებლო ბაზების შემუშავების ეტაპი. გარემოსდაცვითი კანონმდებლობა თანხვედრაში იქნება ევროპულ კანონმდებლობასთან.

„ჩვენ, მდგრადი განვითარების პრინციპებით, შევძლებთ ეკონომიკის განვითარებას გარემოს დაზიანების მინიმუმამდე შემცირებით. დღეისათვის, გაფართოებული ვალდებულებების პირობებში, მწარმოებლებს გარემოზე ზიანის შემცირების მიმართულებით მეტი პასუხისმგებლობა უკვე აქვთ. წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, ადეკვატური მაკონტროლებელი სისტემა და მწარმოებელთა პასუხიმგებლობის მუდმივი ზრდა - ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, რაც გარემოს დაცვის გარანტია უნდა გახდეს“, - განაცხადა ლევა დავითაშვილმა.

შემაჯამებელი ღონისძიების დასასრულს, მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით 2020 წლისთვის განსაზღვრულ პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი, რომელშიც, თავმოყრილი იყო კადრები სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი საწარმოებიდან, მელიორაციის განახლებული ინფრასტრუქტურული ობიექტებიდან, საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორიებიდან, საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზებიდან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა