logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა
ლევან დავითაშვილი დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა
20:37 29.01.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დონორთა ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

ფორუმის ფარგლებში,მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა დონორებს განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწოფოსა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა და პოზიტიური შედეგები არსებობს.

„ტყესა და ტყის რესურსს საქართველოსთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფისთვის. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)აქტიური მხარდაჭერით შევიმუშავეთ ტყის ახალი კოდექსის კანონპროექტი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპების შესაბამისად, ქმნის სამართლებრივ საფუძველს ტყის მართვის პრაქტიკის მოდერნიზებისთვის.ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ტყის აღდგენა-გაშენების, განახლების და ტყითსარგებლობის კუთხით. საერთაშორისო ვალდებულების შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის, სასათბურე აირების ემისიების შემცირებაზე.

მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ხელშეწყობისთვის. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სოფლად ადგილობრივი თემების განვითარების და ექსტენციის სამსახურების გაძლიერების მიმართულებით. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა მელიორაციის კუთხით. მალე დასრულდება მუშაობა მიწის რეფორმაზე. შემუშავდა მიწასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით და ვფიქრობ, დონორების მხარდაჭერით, შედეგები კიდევ უფრო ხელშესახები და მასშტაბური იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა