logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ეკონომიკური გამძლეობა მაღალია გარე გამოწვევებისა და შოკების მიმართ
ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ეკონომიკური გამძლეობა მაღალია გარე გამოწვევებისა და შოკების მიმართ
20:18 29.01.2020
ბოლო წლებში საქართველომ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა რეფორმებში, რომლებიც მხარს უჭერენ ეკონომიკურ ლიბერალიზაციას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას, ვაჭრობის ხელშეწყობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და მიმზიდველი ბიზნეს კლიმატის შექმნას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ვცდილობთ განვახორციელოთ ყოვლისმომცველი რეფორმები, გავაძლიეროთ კონკურენცია გლობალურ ასპარეზზე და როგორც თავის სიტყვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და კერძო სექტორს ემყარება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საქართველოს მიღწევები კარგად არის ასახული საერთაშორისო რეიტინგებში, თუმცა მთავარი მიღწევა გასული წლის იანვარ-ნოემბერში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპია - 5,3%, რაც მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა.

„IMF-ის პროგნოზით, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ძალზე კონსერვატიული შემფასებელია, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი, საშუალოდ 4,9%-იანი ზრდის ტემპი მეზობელ ქვეყნებს შორის საშუალოვადიან პერიოდში (2020-2024). ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ეკონომიკური გამძლეობაა მაღალია გარე გამოწვევებისა და შოკების მიმართ. თუმცა, გარე გამოწვევებმა და გარე შოკებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს ჩვენს ეკონომიკაზე და ჩვენი ვალია, გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკური გამძლეობა შემდგომი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების საშუალებით. ეს არის ერთადერთი გზა პოტენციური გამოწვევების დასაძლევად და რისკების შესასრულებლად“, - აღნიშნა დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა