logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გენადი არველაძე: სათამაშოების უსაფრთხოების ზედამხედველობის დაწყება საზოგადოების დაკვეთა და ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულება იყო
გენადი არველაძე: სათამაშოების უსაფრთხოების ზედამხედველობის დაწყება საზოგადოების დაკვეთა და ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულება იყო
13:25 26.01.2020
სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელიც პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში, მედიასთან ინტერვიუში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. გენადი არველაძემ განმარტა ის ძირითადი მოთხოვნები, რომლის დაცვაც სავალდებულო ხდება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოების როგორც იმპორტის, ისე ბაზარზე განთავსების დროს. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივასთან, რომელიც უზრუნველყოფს სათამაშოების უსაფრთხოებას, შესაბამისად, არის დადგენილი სტანდარტი და ამის მიხედვით ტექნიკური მოთხოვნები - სათამაშოების როგორც ფიზიკური, ასევე ქიმიური შემადგენლობის მახასიათებლები.

„სათამაშოების უსაფრთხოების რეგლამენტზე ჩვენ წლებია ვმუშაობთ. ეს იყო, ერთი მხრივ, დაკვეთა საზოგადოების მხრიდან, რადგან არ არსებობდა სათამაშოების კონტროლის სისტემა, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ შევასრულეთ ევროკავშირთან აღებული ვალდებულება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში. ამ რეგლამენტის სამზადისში ჩართულები იყვნენ ევროკავშირის ექსპერტები, ამის შემდეგ უკვე კერძო სექტორთან გვქონდა არაერთი შეხვედრა როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში - დაახლოებით 150-ზე მეტ იმპორტიორსა და სათამაშოების მწარმოებელს შევხვდი, გავიარეთ მათთან კონსულტაცია, მივაწოდეთ ინფორმაცია რეგულაციის შესახებ და მოვისმინეთ მათი მოსაზრებები“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, სათამაშოს თან უნდა ახლდეს დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს ტექნიკურ რეგლამენტთან მის შესაბამისობას. მისი თქმით, ეს საბუთი უნდა იქნეს წარმოდგენილი იმპორტის განხორციელების დროს, რაც აუცილებელი პირობაა, ასევე მოხდება ეჭვის შეტანის შემთხვევაში პროდუქტის ლაბორატორიული გადამოწმება ზედამხედველობის სააგენტოს მიერ.
„ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უკვე ახორციელებს სხვადასხვა პროდუქტებზე ზედამხედველობას, მათ შორის არის სამშენებლო პროდუქცია. შესაბამისად, ჩვენ გვყავს მომზადებული სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ, მათ შორის, სათამაშოზე ზედამხედველობას“ - აღნიშნა არველაძემ.

კითხვაზე, თუ როგორ და სად მოხდება, ეჭვის შემთხვევაში, სათამაშოების ლაბორატორიული შემოწმება, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ პირველ ეტაპზე, სანამ კერძო ლაბორატორია შეიქმნება საქართველოში, სააგენტოს მოუწევს პროდუქტის გაგზავნა ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, სადაც ევროპაში აკრედიტებული ლაბორატორიები იქნება. „იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე არ არსებობდა რეგულაცია, არ იყო მოთხოვნაც ლაბორატორიაზე, ამიტომ, რახან გაჩნდა მოთხოვნა, იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორი დაინტერესდება და შეიქმნება ლაბორატორია საქართველოში“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო მეორადი სათამაშოების ზედამხედველობას. „გვყავს მეორადი სათამაშოების ხუთი ძირითადი იმპორტიორი, რომლებთანაც გვქონდა კონსულტაციები. ისინი აცხადებდნენ, რომ ვერ წარმოადგენდნენ ვერანაირ საბუთს, რაც პრობლემაა, რადგან, თუ მიკვლევადობა არ მოხდა მწარმოებლის შესახებ, იმ ქვეყნის შესახებ, სადაც იწარმოა ეს პროდუქტი და არ მოხდა იდენტიფიცირება, ვერ დავუშვებთ და ვერ მოვახდენთ ზედამხედველობის აღსრულებას, იმდენად შერეული და ბევრი სახეობის სათამაშოს იმპორტი ხდება“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

კერძო სექტორთან გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით, ბიზნესს მიეცა ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი, რომ მოემზადოს რეგულაციებისთვის. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში, 2021 წლამდე, სანქციები არ იმოქმედებს - კომპანიებს მიეცემათ მხოლოდ დარღვევების გამოსწორების რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც ზედამხედველი ორგანო გარკვეული დროის შემდეგ გადაამოწმებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა