logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან კაკავა: ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით
ლევან კაკავა: ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით
16:45 24.01.2020
ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ამ კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის ავტომატიზებული გაცვლა მეგობარ ქვეყნებთან, რაც შესაძლებლობას იძლევა, უკეთესად მოხდეს საზღვარზე მოძრავი საქონლისა და ტვირთის ადმინისტრირება, ასევე, შემცირდეს კერძო სექტორის დანახარჯები ვაჭრობაში.

როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, საბაჟო ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში.

„ეს გამოიხატება გაყალბებული საქონლის იმპორტთან, ტრანსნაციონალურ კრიმინალთან და ტერორიზმთან, ტრეფიკინგთან, ფულის გათეთრებასთან, ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ვაჭრობასთან, სხვა სერიოზული სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. 2019 წლის მანძილზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, რისკების მართვის სისტემის საშუალებით მებაჟე ოფიცრების მიერ აღმოჩენილი და აღკვეთილია საქონლის უკანონო გადაადგილების არაერთი ფაქტი. გასული წლის მონაცემებით, გამოვლენილია საბაჟო სამართალდარღვევის - 20 403, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 6755, მათ შორის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალების შემოტანის 314 შემთხვევა. ასევე, გამოვლინდა ინტერპოლის მიერ ძებნილი სამი მოქალაქის შეჩერების ფაქტი,“ - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

ლევან კაკავამ, ასევე, ისაუბრა სამართლიანი და გამჭვირვალე საბაჟო ადმინისტრირების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ კეთილსინდისიერი გადამხდელისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა, სამსახურის სტრატეგიის ერთ-ერთი არსებითი შემადგენელი ნაწილია.

სიტყვით გამოსვლისას, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა საბაჟო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განახლების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ დღის წესრიგშია ახალი გამშვები პუნქტების მშენებლობა აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებთან.

მან, ასევე, მადლობა გადაუხადა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერილი პროგრამები და პროექტები საშუალებას იძლევა საბაჟო სამსახურმა უპასუხოს თანამედროვე სტანდარტებსა და მსოფლიოში ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა