logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა
16:29 24.01.2020
ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა.

საზეიმო ღონისძიება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ გახსნა. მან საბაჟო სისტემის თითოეულ თანამშრომელს მიულოცა პროფესიული დღე და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების მონაწილეებს დავოსში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმიდან მიმართა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, ბოლო წლებში გატარდა არაერთი რეფორმა როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ისე საბაჟო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ საბაჟოს თანამშრომლებმა შეიტანეს.

ფინანსთა მინისტრმა მებაჟე ოფიცრებს გააცნო მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან მათთვის შრომის ანაზღაურების ზრდას ითვალისწინებს.

საერთაშორისო პარტნიორებთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა. როგორც მან აღნიშნა, სწორედ მათი მხარდაჭერით ხორციელდება საბაჟოს ინსტიტუციური გაძლიერების პროცესი.

ეკონომიკის განვითარებასა და მიმზიდველი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბების პროცესში საბაჟოს როლზე ისაუბრა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა.
მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, მაღალტექნოლოგიური საბაჟო კონტროლის GPS ლუქები გადასცა “ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ პროექტის ხელმძღვანელმა, ანდრეა შმიტმა.

ღონისძიების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ღირსების სერტიფიკატებით დაჯილდოვდა 19 მებაჟე ოფიცერი.

ასევე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სახელით, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელების გადაეცათ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო პარტნიორებს - ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამას, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების რეგიონულ ორგანიზაცია სუამ-ს, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ღირსების სერტიფიკატები გადაეცა პროექტს “ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს.

ღონისძიებას მებაჟე ოფიცრები, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორი უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საბაჟოს საერთაშორისო დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრ 183 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად ყოველ წელს აღნიშნავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა