logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი მეზურნიშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
ირაკლი მეზურნიშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
15:38 24.01.2020
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა.

მოხსენებაში მან ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა რეგულირების ზეგავლენის შეფასება და მთავრობის როლი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და ეკონომიკის გაციფრულების პროცესში. მისი თქმით საქართველოს მთავრობამ ახლახანს დანერგა ახალი ინსტრუმენტი - რეგულირების გავლენის შეფასება, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა.

„ჩვენ აქამდე გვქონდა სიტუაცია, როცა პარლამენტი წლიდან წლამდე ასობით კანონს ღებულობდა, რომელთა განმარტებითი ბარათები ხშირად საკმაოდ სუსტი და ბუნდოვანი იყო. რეგულირების ზეგავლენის შეფასებით კი კანონპროექტის ინიციატორი ვალდებული იქნება კანონის მიღების შედეგად წარმოქმნილი ყველა შესაძლო რისკი და სცენარი წინასწარ განჭვრიტოს და გააკეთოს შესაბამისი ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი, რითაც ზუსტი სურათი გვეცოდინება ამ კანონის მიღების შედეგებზე. თავდაპირველად ამ ინსტრუმენტის გამოყენება მთავრობის კანონპროექტებზე იქნება სავალდებულო, თუმცა სურვილის შემთხვევაში პარლამენტარებსაც არავინ ზღუდავს“ - აცხადებს მეზურნიშვილი.

მან ამ მხრივ წინა მთავრობის უარყოფით პრაქტიკაზეც გაამახვილა ყურადღება, როცა მაგალითად დერეგულაციის პოლიტიკამ პრაქტიკულად ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი საფინანსო სექტორში მოგვცა სავალალო შედეგები - „დერეგულაციის პოლიტიკამ საფინანსო სექტორში და მხოლოდ აიდი ბარათებით სესხების გაცემის პრაქტიკამ საქართველოს მოსახლეობაში ჭარბვალიანობა გამოიწვია და საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა გახადა, რომლის მოსახლეობასაც ბანკების მიმართ რაოდენობრივად ყველაზე მეტი ვალი ქონდა და ამ მსესხებლების უმეტესი ნაწილი იყო გადამხდელუუნარო. საბედნიეროდ შეიცვალა ეს პრაქტიკა და ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი რეგულირების დაწესებით შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემა ნაწილობრივ შეზღუდა. ხოლო 600 ათასზე მეტ მსესხებელს, რომელიც ე.წ. შავ სიაში იყო შეყვანილი და გამოთიშული იყო რეალური ეკონომიკიდან, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდმა“ სესხები სრულად გაუნულა, რითაც ამ ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა დაბრუნებოდნენ ნორმალურ ცხოვრებას“ - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ირაკლი მეზურნიშვილმა საქართველოს მხრიდან ბოლო წლებში ტექნოლოგიურ სფეროში არსებულ მიღწევებზეც გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც ბლოკჩეინ მომსახურება საჯარო სექტორში დანერგა - „ჩვენმა მთავრობამ მსოფლიოში პირველმა დანერგა საჯარო სექტორში ბლოკჩეინ სერვისი, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის რამდენიმე წლის წინ პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. ეს სერვისი ძალიან მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებული ინვესტორისთვის. ჩვენ აგრეთვე წამყვანი პოზიციები გვიკავია მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსში და სტაბილურად ვართ ტოპ 10 საუკეთესო ქვეყანაში, სადაც ბიზნესის კეთება ყველაზე მიმზიდველია. ჩვენთან ყველაზე ნაკლები პროცედურების გავლა მოგიწევთ იმისთვის, რომ თქვენი ბიზნესი დაარეგისტრიროთ და დაიწყოთ საქმიანობა, ამ მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილს ვიკავებთ. ჩვენთან საგადასახადო გარემო ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური და მიმზიდველია. გარდა ამისა, ჩვენი მოსახლეობა ისტორიულად ყველაზე სტუმართმოყვარე ერია. ასე რომ, საქართველოს კარები ყველასთვის ღიაა, ვისაც ჩვენთან მეგობრობა და საქმის კეთება სურს“ - მიმართა ირაკლი მეზურნიშვილმა ფორუმზე წარმოდგენილ დელეგატებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა