logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრი დავოსში OECD-ის გენერალურ მდივანს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი დავოსში OECD-ის გენერალურ მდივანს შეხვდა
23:51 23.01.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურ მდივან ანხელ გურიას შეხვდა.

საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ორგანიზაციასთან შესანიშნავი თანამშრომლობა აკავშირებს.

პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა აფასებს OECD-ის წვლილს რეფორმების დღის წესრიგში, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის, საინვესტიციო პოლიტიკის, საგადასახადო, გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით.

გიორგი გახარია ასევე მიესალმა ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი 2016-2020 წლებისთვის მცირე და საშუალო საწარმოები განვითარების სტრატეგიის შექმნის პროცესში მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ იგეგმება მცირე და საშუალო საწარმოების ახალი სტრატეგიის შემუშავება 2021-2025 წლებისთვის, რომელიც ევროკავშირის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში იქნება.

OECD-ის გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს სხვადასხვა კომიტეტის წევრი და თავად მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების შემუშავებისა და დადგენის პროცესში.

ანხელ გურიას განცხადებით, OECD-ი მხარს დაუჭერს საქართველოს საექსპორტო საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების პროცესში. მისი განმარტებით, ორგანიზაცია მზადაა, შექმნას პლატფორმა, რომელიც საქართველოს დაეხმარება, უკეთ გააცნოს გადაწყვეტილების მიმღებ მხარეებს ქვეყანაში მიმდინარე იმ რეფორმების პოზიტიური შედეგები, რომელიც მნიშვნელოვანწილად იქნება გათვალისწინებული რეიტინგის შეფასების პროცესში.

“ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობა საკმაოდ ძლიერია. ჩვენ ვთანამშრომლობთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, საინვესტიციო, მწვანე ეკონომიკის, მდგრადობის, პროდუქტიულობის გაზრდის საკითხებზე. ძალიან გვახარებს ეს ყველაფერი. საქართველო მეტად აპირებს ჩვენი უწყების პროგრამებში და კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას. საგადასახადო საკითხებზეც ვისაუბრეთ. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ საერთაშორისო დაბეგვრის ინიციატივას, განსაკუთრებით კი გაციფრულებული დაბეგვრისა და კონტროლის საერთაშორისო პროგრამას. აქამდე საქართველო ძალიან აქტიურად მონაწილეობს ყველა ამ ინიციატივაში, როგორც სამუშაო ჯგუფების, ასევე მმართველი საბჭოს ფორმატში. საერთო ჯამში, საქართველოსთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მზად ვართ უფრო მეტი ვაკეთოთ ერთად”, - აღნიშნა ანხელ გურიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა