logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას განაგრძობს
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას განაგრძობს
16:19 23.01.2020
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს -  როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ახალი ბაზრების მოძიებისა და მათი ხელშეწყობისთვის ახალ შესაძლებლობებსა და ყველა პირობას ქმნის მეწარმეთა წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა იმ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმატებით ვაჭრობენ ისეთ მასშტაბურ პლატფორმებზე, როგორებიცაა, amazon-ი, ebay და etsy. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქართველი სტარტაპერებისთვის გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ განათავსონ საკუთარი პროდუქცია ყველაზე მსხვილ, საერთაშორისო კომერციულ პლატფორმებზე, რათა გაზარდონ მათი ბიზნესების ცნობადობა და გაყიდვები, მოიძიონ ახალი პარტნიორები. ვორკშოპზე მოწვეულმა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან − Amazon Export Hub-ი, (კომპანია, რომელიც ეხმარება მეწარმეებს განათავსონ და გაყიდონ თავიანთი პროდუქცია ონლაინ პლატფორმებზე) Cnick-ი, (რომელიც უკვე წარმატებით ვაჭრობს amazon-ზე), Boxette-ი, (რომელიც ამერიკაში პროდუქციის საწყობებში გადანაწილების მიმართულებით მუშაობს), ასევე Ebay Experienced Sellers, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. საქართველოს ფოსტის წარმომადგენლებმა კი დამსწრეებს გააცნეს სერვისები, რომელთა დახმარებითაც მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, აწარმოონ ელექტრონული კომერცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 21-ე საუკუნეში საერთაშორისო ციფრული პლატფორმები ბიზნესის გაფართოების საუკეთესო, სწრაფი, მარტივი და კომფორტული საშუალებაა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესების წარმოჩენა საერთაშორისო მასშტაბურ პლატფორმებზე, ისეთებზე როგორიცაა: amazon-ი, ebay, etsy და სხვა. საქართველოს ბანკის ორგანიზებით გამართული ვორკშოპის მიზანიც ქართული კომპანიებისთვის იმ შესაძლებლობების გაცნობა და გაზიარებაა, რასაც ეს საერთაშორისო პლატფორმები იძლევა და იმ კომპანიების წარმომადგენლებისგან, ვისაც მსგავსი და წარმატებული პრაქტიკა აქვთ. საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის ხელშეწყობა არამხოლოდ დაფინანსების, არამედ საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რათა ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ბიზნესები სამომავლო განვითარებაში, წარმატებით გაფართოებასა და ახალ პარტნიორებთან საუკეთესო გარიგების დადებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა