logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მსხვილი ბრიტანული კომპანია OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით დაინტერესდა, რომლითაც რეგიონს დაფარავს
მსხვილი ბრიტანული კომპანია OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით დაინტერესდა, რომლითაც რეგიონს დაფარავს
15:06 22.01.2020
გლობალური კომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული სტარტაპ კომპანია OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით არის დაინტერესებული, რომლითაც რეგიონს დაფარავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და OneWeb-ის აღმასრულებელი დირექტორის ადრიან სტეკელის შეხვედრისას აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროა ფართოზოლოვანი ინტერნეტ ქსელის ოპერირება გლობალური კოსმოსური სატელიტური ქსელის საშუალებით.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და OneWeb-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები კომპანიის ძირითადი პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყანაში სატელიტური ქსელის მოსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობას, რაც უწყვეტი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.

კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი სადგურის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც, მათი შეფასებით მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქვეყანაში არსებულმა კარგმა საინვესტიციო გარემომ, ქვეყნის სტრატეგიულმა მდებარეობამ, რაც საქართველოს ხელს უწყობს, იყოს რეგიონული ჰაბი. კომპანიამ გამოთქვა მზაობა საქართველოს მთავრობასთან უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგადაც ქვეყანაში განახორციელებს ინვესტიციას სადგურის მოწყობისა და შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვის.

გლობალური სტარტაპი უკვე თანამშრომლობს საქართველოს კერძო სექტორთან, კერძოდ, კომპანია “სილქნეტთან”. შესაბამისი მემორანდუმი OneWeb-სა და “სილქნეტს” შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაფორმდა.

ბრიტანული კომპანია OneWeb-ის საწყისი კაპიტალი შეადგენს 6 მილიარდ აშშ დოლარს და იგი ოპერირებს ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე. კომპანია ორიენტირებულია, განახორციელოს სატელიტური ქსელის სწრაფი გაფართოება და შესაბამისი სადგურების მშენებლობა ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა