logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ორ კვირიანი სასწავლო კურსი EUROCONTROL-ში - წარმატებული სტუდენტებისთვის საპილოტე პროგრამა ცხადდება
ორ კვირიანი სასწავლო კურსი EUROCONTROL-ში - წარმატებული სტუდენტებისთვის საპილოტე პროგრამა ცხადდება
13:34 22.01.2020
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ერთვება ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) საპილოტე პროგრამაში და აცხადებს ქვეყნის შიდა შესარჩევ კონკურსს, ახალგაზრდული საავიაციო ქსელის პროგრამით (YOUNG AVIATION NETWORK (YAN) PROGRAMME) გათვალისწინებულ ორ-კვირიან სწავლებაზე საქართველოდან კანდიდატურის წარდგენის მიზნით.

EUROCONTROL-ის ახალგაზრდული საავიაციო ქსელის პროგრამა წელს პირველად ტარდება და მისი მიზანია ძლიერი და ეფექტური მომავლის საავიაციო ქსელის ფორმირება. ყოველწლიურ პროექტში საქართველოს ჩართვა ხელს შეუწყობს სტუდენტების პერსპექტივის გაღრმავებას საავიაციო სექტორში მომავალი დასაქმების თვალსაზრისით, ასევე მათი პროფესიული კავშირების გაფართოვებას ევროპის მასშტაბით.

პროგრამა საბაკალავრო საფეხურზე მყოფ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, EUROCONTROL-ის შტაბ-ბინაში (ბრიუსელი) გაიარონ მათზე მორგებული განვითარების ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც მოიცავს სალექციო კურსებს როგორც საექსპლუატაციო და ტექნიკურ საკითხებზე, ისე გაცნობით კურსს საერთაშორისო საავიაციო სფეროს ფუნქციონირების ძირითად ასპექტებზე. კურსი ასევე მოიცავს გასვლით ვიზიტებს (Maastricht Upper Area Control (MUAC), EUROCONTROL Experimental Centre (EEC), EUROCONTROL Institute Of Air Navigation Services (IANS)), რომლის ფარგლებშიც, სტუდენტები გაეცნობიან რეალურ საოპერაციო პროცესებს და შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს. YAN-ის წლევანდელი პროგრამა დაიწყება 2020 წლის 1 ივლისს და გაგრძელდება 2020 წლის 15 ივლისამდე. EUROCONTROL-ი მონაწილეებისთვის შემდეგ ფინანსურ პაკეტს უზრუნველყოფს: ეკონომ კლასის ავიაბილეთის ანაზღაურებას, განთავსებას ბრიუსელში (საუზმე შედის), სადილის ვაუჩერებს და დღიურ 25 ევროს საღამოს კვებისთვის, ტრანსპორტირებას (ბრიუსელში, საცხოვრებელი ადგილიდან ევროკონტროლამდე), გასვლითი ვიზიტის ხარჯებს.

პროგრამის თანახმად, მონაწილეების შერჩევა ხორციელდება EUROCONTROL-ის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებების დირექტორების (DGCAs) მიერ. საქართველოში შიდა შერჩევის პროცესი წარიმართება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, EUROCONTROL-ის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ლევან კარანაძის პატრონაჟით.

პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, საავიაციო ხელისუფლებების დირექტორებს მოეთხოვებათ საბაკალავრო საფეხურის (18-22 წლის) სტუდენტების შერჩევა, რომლებიც გატაცებულები არიან ავიაციით და კარიერულ განვითარებას გეგმავენ ამ სფეროში. კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მაღალი აკადემიური ქულები, საჭირო პიროვნული/ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები და კარგი რეკომენდაცია. კანდიდატები ასევე თავისუფლად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად). წევრ სახელმწიფოებს ასევე მოეთხოვებათ EUROCONTROL-ის მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის (diversity & inclusion) ინიციატივის გათვალიწინება, რომელიც მიზნად ისახავს მეტი ქალი სპეციალისტების მოზიდვას ავიაციის სფეროში.

სააგენტოს მიერ, კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად: კანდიდატების შერჩევა (short-list) და გასაუბრება.

კანდიდატებმა მიმდინარე წლის 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით, სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე hrm@gcaa.ge უნდა წარმოადგინონ CV, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (გასაუბრების ეტაპისთვის შეირჩევიან მხოლოდ მაღალი სარეიტინგო ქულების მქონე კანდიდატები), სამოტივაციო წერილი და სარეკომენდაციო წერილი. სასურველია წარმოდგენილ იქნეს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება (მათ შორის ინგლისურ ენაზე) ჩატარდება არაუგვიანეს 2020 წლის 15 თებერვლისა. გასაუბრებას ჩაატარებს სააგენტოს დირექტორი, დამკვირვებლების სახით მოწვეული წარმომადგენლების თანდასწრებით. (გასაუბრების თარიღი, დრო და ადგილი ეცნობებათ შერჩეულ კანდიდატებს).

დეტალური პირობების სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: http://www.gcaa.ge/geo/news.php?id=6489
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა