logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან შეიქმნას მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მეტ შესაძლებლობას შექმნის
ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან შეიქმნას მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მეტ შესაძლებლობას შექმნის
20:56 21.01.2020
მნიშვნელოვანია ევროკავშირთან შეიქმნას უფრო მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები, რაც თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მეტ შესაძლებლობას შექმნის, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, გამოიყენოს თანამშრომლობის ის პოტენციალი, რომელიც ევროკავშირთან არსებობს.

„დავოსში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ საკითხებს. საქართველოს აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, გამოიყენოს თანამშრომლობის ის პოტენციალი, რომელიც ევროკავშირთან არსებობს. მათ შორის არის საუბარი უფრო მეტ საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირების შექმნაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს არის მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის, რამაც უნდა შექმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილები. ასევე საუბარი შეეხო იმ სამიტს, რომელიც შედგება 2020 წლის ივნისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, სადაც ჩვენი პოზიცია არის ერთმნიშვნელოვანი - საქართველო მზად არის კიდევ უფრო მეტი შედეგებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრემიერმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ევროპელ ლიდერებთან, სადაც საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა იყო.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მსოფლიო ეკონიმიკური ფორუმის ფარგლებში განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან. შეხვედრები შედგა ბულგარეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებთან, ასევე ლიეტუვას პრეზიდენტთან. შეხვედრებზე საუბარი იყო რა თქმა უნდა, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ჩვენმა პარტნიორებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე ისინი რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობენ იმ ოკუპაციას, რის ქვეშაც იმყოფება ჩვენი სახელმწიფო“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა