logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: USAID-ი საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარებაში დაეხმარება
ნათია თურნავა: USAID-ი საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარებაში დაეხმარება
15:55 21.01.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და USAID/Georgia - ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

მემორანდუმებს ხელი მოაწერეს USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკორდმა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი დუგლაძემ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო სააგენტოებთან თანამშრომლობის მიზანია აღნიშნულმა უწყებებმა სხვადასხვა კავშირების გამოყენებით, ახალი და დიფერენცირებული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობის გზით, ხელი შეუწყონ დასაქმებისა და ინვესტიციების პოტენციალის გაზრდას და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გაყიდვების და შემოსავლების მატებას.

„აშშ - ის მთავრობა უპრეცედენტო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, რაც დადასტურდა არაერთი აქტით, მათ შორის, საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს აშშ-ის კონგრესში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ხელმოწერის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში. მისი თქმით, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საქართველოს პრიორიტეტულად განსაზღვრული ეკონომიკური სექტორების განვითარებაში დაეხმარება. „საუბარია დარგებზე, რომლებიც მოიტანს ახალ ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამავდროულად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციული სფეროების მხარდაჭერა, სადაც დიდია დასაქმების კომპონენტი. მათ შორისაა, ტექსტილი, გადამამუშავებელი მრეწველობა და სხვ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მთავრობა ასე ინტენსიურად აგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას და დახმარებას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

“USAID - ი დიდი ხანია, წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ეკონომიკის სხვა სექტორები. მოხარულები ვართ, რომ დღეს შედგა ახალი თანამშრომლობა USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და ორ სააგენტოს შორის. თანამშრომლობის მიზანია, გამოავლინოს მნიშვნელოვანი ინტერვენციები, რაც გავლენას მოახდენს ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებზე, ასევე სხვადასხვა კავშირების გამოყენებით და პროდუქტების განვითარების ხელშეწყობის გზით, ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნასა და უცხოურ და კერძო სექტორის ინვესტიციების გაზრდას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში,“ - განაცხადა USAID/Georgia - ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.

ხელმოწერამდე მხარეებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ხაზი გაესვა წინა პერიოდში პროგრამის ზოგად მხარდაჭერასა და წარმატებულ მუშაობას სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებთან, რომელთა შორისაა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და მთის კურორტების განვითარების კომპანია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა