logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა
ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა
14:54 20.01.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ,მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინუსმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ,ირაკლი ნადარეიშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა სამინისტროებიდან.

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას. პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და მსოფლიო ბანკი. 2019 წლის აპრილიდან დღემდე TTPP-მ, სამიზნე აუდიტორიასთან აქტიური მუშაობის შედეგად,მიიღო 74 განაცხადი, ხოლო 13-მა წარმატებულმა და ინოვაციურმა პროექტმა გადალახა დეტალური შესწავლის ეტაპი. სწორედ აღნიშნული პროექტებიდან 6 პროექტის კომერციალიზაციის გეგმა TTPP-სკომერციალიზაციის ექსპერტებმაწარადგინეს მრჩეველთა საბჭოს წინაშე. დარჩენილი 7 პროექტის წარდგენა იგეგმება 2020 წლის მარტში. პროექტის ფარგლებში მოხდება შერჩეული პროექტების კომერციალიზაციისთვის მზაობის დონის გაზრდა, როგორც ფინანსური, ასევე - ადამიანური რესურსის გამოყენებით.

მრჩეველთა საბჭო აერთიანებს ძირითადად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. მათი რჩევებისა და შეხედულებების გათვალისწინებით მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება პროექტების დაფინანსების/მხარდაჭერის შესახებ.

მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის მთავარი მიზანია შერჩეული პროექტების/ინოვაციების კომერციალიზაციის გეგმების წარდგენა და მრჩეველთა საბჭოს მიერ მათი მხარდაჭერის რატიფიცირება. მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები აღნიშნულ შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა