logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89 პროცენტია
ეკატერინე მიქაბაძე: ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89 პროცენტია
14:53 20.01.2020
„2019 წელს როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე - ადგილობრივი ექსპორტი, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2,352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 62.4 პროცენტია. რაც შეეხება მთლიან ექსპორტს 2019 წელს, ის 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3,771.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

„საქსტატის“ ინფორმაციით, უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან 2019 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების (68.2%), სპილენძის მადნების და კონცენტრანტების (29.2%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (13.2%), მედიკამენტების (17.2%) და მინერალური და მტკნარი წყლების (21.2%) ექსპორტი.

ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი 13.0 პროცენტით გაიზარდა და 825.7 მლნ. აშშ. დოლარი, ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.9% შეადგინა, ხოლო დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა 2 003.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 20.0 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 53.1 პროცენტს შეადგენს.

„აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ექსპორტის ზრდა ძირითადად ადგილობრივი ექსპორტის ზრდით არის განპირობებული. ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ 736.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 17.2 პროცენტით გაიზარდა. ევროკავშირის წილი ადგილობრივ ექსპორტში 31.3%-ს შეადგენს და ასევე, ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში ძირითადი წილი ადგილობრივ ექსპორტზე მოდის, კერძოდ ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89 პროცენტია, დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტის ზრდა კი ძირითადად რეექსპორტის ზრდას უკავშირდება,“ – - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ქვეყნების მიხედვით ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა სომხეთში (47.9%-ით, 134 მლნ აშშ დოლარით), რუმინეთში (207.7%-ით, 120 მლნ აშშ დოლარით), უკრაინასა (39.8%-ით, 70 მლნ აშშ დოლარით) და რუსეთში (13.9%-ით, 60 მლნ აშშ დოლარით).

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა