logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გენადი არველაძე: თავისუფალი კონკურენციის განვითარება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა
გენადი არველაძე: თავისუფალი კონკურენციის განვითარება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა
13:39 11.01.2020
„თავისუფალი კონკურენციის პრინციპების დაცვა და განვითარება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დღეს ჩვენი კანონმდებლობა სრულ ჰარმონიზაციაშია ევროპულთან, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მათ შორის, საჭიროა ბიზნეს სექტორისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება კონკურენციის პოლიტიკის შესახებ და მათთვის მეტი ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება. დიდი მადლობა ევროკავშირს აღნიშნული რეფორმის მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ევროკავშირის მიერ საქართველოში კონკურენციის სფეროს სამწლიანი პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ დახურვის ღონისძიებაზე.

„საქართველოს მთავრობის ამოცანაა ისეთი ინსტიტუციური და სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებას და თავისუფალი კონკურენციის დანერგვას ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აღნიშნული პროექტი „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) მხარდაჭერის მიზნით განხორციელდა და მიზნად ისახავდა საქართველოში კონკურენციის კულტურის დახვეწას და საქართველოში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვას. პროექტმა 100-ზე მეტ მნიშვნელოვან ინიციატივას დაუჭირა მხარი, რომელმაც ხელი შეუწყოს კონკურენციის სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა