logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბაზარზე პროდუქტის უსაფრთხოების ზედამხედველობის სისტემის განვითარებისთვის ევროკავშირმა 1 500 000 ევროს ღირებულების პროექტი განახორციელა
ბაზარზე პროდუქტის უსაფრთხოების ზედამხედველობის სისტემის განვითარებისთვის ევროკავშირმა 1 500 000 ევროს ღირებულების პროექტი განახორციელა
14:34 10.01.2020
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდა საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარებისთვის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

როგორც ღონისძიებაზე ითქვა, პროექტის მიზანი იყო ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ინსტიტუციონალური გაძლიერება, საქართველოში ბაზარზე პროდუქტის უსაფრთხოების ზედამხედველობის სისტემის განვითარება ევროკავშირის კანონმდებლობასა და საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით.

დაძმობილების პროექტმა, საქართველოს შესაძლებლობა მისცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან მიეღო ცოდნა, გამოცდილება და უნარები, მჭიდრო თანამშრომლობის გზით პროექტის საქმიანობისა და მოსალოდნელი შედეგების მიღწევაში.

აღნიშნული პროექტი დაეხმარა ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს:

• მისი სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებაში, ევროკავშირის კანონმდებლობის შესახებ კონსულტაციებითა და მთელი რიგი ევროდირექტივებისა და რეგულაციების მეშვეობით, მაგალითად: სათამაშოების, მანქანა-დანადგარების, ინდივიდუალური დამცავი საშუალებების, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებისა და სხვა პროდუქტის კატეგორიის პროექტის ინიცირების დაახლოების შესაბამისობის უზრუნველყოფაში 

• სააგენტოს ინსპექტორების ცოდნისა და უნარების ამაღლებაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტების მიერ ცოდნის გადაცემით ჩატარებული ტრენინგების, სემინარების, საპილოტე სწავლებების და საქართველოს საზღვრებს გარეთ სასწავლო ვიზიტების საშუალებით 

• სხვა ორგანიზაციებს, ბიზნესებსა და მომხმარებლებს შორის პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზე ზედამხედველობის ცოდნის ამაღლებაში საქართველოს მასშტაბით საკონსულტაციო შეხვედრებისა და სემინარების მოწყობით, (თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ბათუმისა და ქუთაისის ჩათვლით), სააგენტოს ვებ-გვერდისა და ფეისბუქის გვერდის განვითარებით, საინფორმაციო და საკონსულტაციო ბროშურებისა და სარეკლამო ვიდეოს დამზადებით.
პროექტი 24 თვის განმავლობაში ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდებოდა. მისი საერთო ღირებულება 1 500 000 ევროს შეადგენდა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა