logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ანდრია გვინდიანი: მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთს საქართველოზე უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს - მცდარია
ანდრია გვინდიანი: მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთს საქართველოზე უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს - მცდარია
15:29 09.01.2020
ეკონომიკის ექსპერტმა ანდრია გვინდიანმა კომენტარი გააკეთა მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებულ განცხადებაზე, რომელშიც მან საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური მდგომარეობა ერთმანეთს შეადარა.

„ამერიკულ დოლარში ორი ქვეყნის ეკონომიკის შედარება სპეკულაციების და პოპულიზმის სივრცეს ტოვებს. კერძოდ, აქ მთავარ როლს თამაშობს ვალუტის კურსი და, შესაბამისად, რომელიმე ვალუტაში ეკონომიკების შედარება ზუსტ სურათს არ იძლევა. სწორედ გაცვლითი კურსის ფაქტორის გამოსარიცხად, საერთაშორისო გამოცდილება საშუალებას იძლევა სხვადასხვა ეკონომიკები საერთაშორისო დოლარებში იქნას შედარებული. ეს არის ერთადერთი სწორი და უტყუარი საშუალება იმის გასარკვევად, თუ რომელი ეკონომიკა არის უფრო დიდი და ძლიერი. შესაბამისად, საერთაშორისო დოლარებში, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 2018 წლის მონაცემებით 12 ათასი დოლარია, ხოლო სომხეთის 10,3 ათასი. აქედან გამომდინარე, მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთს უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს - მცდარია,“ - განაცხადა ანდრია გვინდიანმა.

ექსპერტის თქმით, სამწუხარო ტრენდია, როდესაც პოლიტიკოსების მხრიდან ეკონომიკური საკითხებით და რიცხვებით პოპულისტური მანიპულაციები მიმდინარეობს. „ცხადია, მათ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ, თუმცა პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად ტყუილების ლაპარაკი არ უნდა იკადრო. მით უმეტეს, ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად ერკვევიან ეკონომიკურ საკითხებში, არ უნდა კადრულობდნენ მოტყუებით გაუთვითცნობიერებელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მოდელირებული რეალობის წარმოჩენას. ასეთი გამონათქვამები არის რიცხვების წვალება სასურველი შედეგისთვის, რაც მიუღებელია,“ - განაცხადა ანდრია გვინდიანმა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები გამოაქვეყნა, რის შედეგადაც მთლიანი შიდა პროდუქტის დონე 8.6 პროცენტით გაიზარდა, საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილება ამ დროისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკურ წყაროებში ჯერ კიდევ არ არის ასახული მაშინ, როდესაც რეგიონის ქვეყნებმა, მათ შორის აზერბაიჯანმა, სომხეთმა, მოლდოვამ, ბელორუსმა, უკრაინამ და სხვა, იგივე მეთოდოლოგიური ცვლილება საქართველოზე რამდენიმე წლით ადრე განახორციელა, რომლის შედეგადაც მათი მშპ-ის მოცულობა წინა მეთოდოლოგიით დათვლილთან შედარებით გაიზარდა - რაც უკვე ასახულია საერთაშორისო სტატისტიკურ მონაცემებში. საქართველოს მონაცემი სავალუტო ფონდის მომდევნო ანგარიშში აისახება.


https://commersant.ge/ge/post/andria-gvindiani-mosazreba-imastan-dakavshirebit-rom-somxets-saqartveloze-ufro-dzlieri-ekonomika-aqvs-mcdaria
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა